როგორ დავამზადოთ ხელის ანტიბაქტერიული სპრეი სახლის პირობებში

კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლის ცენტრის ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაციაა, რომ მოსახლეობამ ხშირად დაიბანოს ხელები და ასევე გამოიყენოს ანტისეპტიკური ხელის ხსნარები. „mkurnali.ge“ ავრცელებს ინფორმაციას, როგორ დავამზადოთ ხელის ანტისეპტიკი სახლის პირობებში.

10 ლიტრი ხელის ანტისეპტიკის დასამზადებლად საჭიროა:

1. ეთილის სპირტი, 96%-იანი – 8,333 ლ

2. წყალბადის ზეჟანგი (ე.წ. პერეკისი) 3%-იანი – 0,417 ლ

3.გლიცერინი 98%-იანი – 0,145 ლ

4. გამოხდილი ან გადადუღებული წყალი – იმდენი, რომ შეივსოს 10 ლიტრამდე.

კარგად შევანჯღრიოთ, ჩამოვასხათ ჭურჭელში და გამოვიყენოთ.