რას აკეთებენ წარმატებული ადამიანები ყოველ დილით? (8 ფოტო)

ბენჟამინ ფრანკლინმა ერთხელ თქვა:” ადრე დაწოლა და ადრე ადგომა გაგხდით ჯანმრთელს, მდიდარსა და გონიერს”. დილის ადრე დაწყება კი წარმატებული ადამიანებისთვის დღემდე კარიერის განუყოფელი ნაწილია, მისი ყველაზე დიდი უპირატესობა არის ის, რომ ადამიანი ბევრად უფრო აქტიური და პროდუქტიულია. გაღვიძებისთვის საუკეთესო დროდ დილის 6 საათია მიჩნეული, მეცნიერებიც აცხადებენ, რომ ადამიანის ცხოვრების ასეთი ჯანსაღი წესი აუცილებლად განაპირობებს მის უკეთეს ძილს და სასიამოვნო განწყობას.

ცხადია, ისიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, რომ ადრე ადგომა არ უნდა მოხდეს ძილის შემცირების ხარჯზე. საკმარისი ძილიც წარმატებას მნიშნელოვნად განაპირობებს. ძილის ნაკლებობამ შესაძლებელია გამოიწვიოს როგორც ნაკლებპროდუქტიულობა, ასევე შეფერხებები გონებრივ შესაძლებლობებში, ყურადღების გაფანტვა და სხვა გვერდითი მოვლენები. იმისთვის, რომ დავრწმუნდეთ რამდენად ამართლებს საქმიანობის ადრე დილით დაწყება, გთავაზობთ მსოფლიოში ცნობილი წარმატებული ადამიანების პირად გამოცდილებას. თუ რას აკეთებენ ისინი ყოველ დილით, გაღვიძებისთანავე. მათ ძალიან კარგად იციან თუ რა უნდა აკეთონ იმისთვის, რომ შემდგომი საქმიანობა ნაყოფიერი და პოზიტიური იყოს.



1. ბარაკ ობამა
ამ ერთ-ერთი უდიდესი სახელმწიფოს მმართველს ხშირად უწევს საქმიანობა გვიან ღამემდეც, მაგრამ ეს მას ხელს არ უშლის დილით ადრე ადგეს, პირველი, რასაც გაღვიძებისთანავე აკეთებს ეს ვარჯიშია. ოფისში მისვლის დრო 9-ის ნახევრიდან 9 საათამდეა. ”ჯანმრთელობა ობამასთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. ეს მისთვის იმდენად მნიშვნელოვანია, რომ პირველია იმ საქმიანობის რიგებში, რომელსაც პრეზიდენტი დღის განმავლობაში ახორციელებს. ის ყოველთვის პოულობს დროს ვარჯიშისთვის, როგორი დაკავებულიც არ უნდა იყოს.”

img







2. ანა უინტორი
ერთ-ერთი ამერიკული გამოცემა იუწყება, რომ ჟურნალ Vogue -ის რედაქტორი ანა უინტორი დილას 5 საათსა და 45 წუთზე იწყებს, თანაც ტენისის მატჩით.

img








3. მარგარეტ ტეტჩერი
რკინის ქალბატონს დღე-ღამეში მხოლოდ ოთხი საათი ეძინა. ის აუცილებლად იღვიძებდა დილის 5 საათზე, რათა მოესმინა BBC -ის რადიოს ერთ-ერთი პოპულარული პროგრამისთვის. მცირეხნიანი ძილი არასდროს არის სასარგებლო ორგანიზმისთვის და პირიქით, მას შეუძლია სერიოზული ზიანი მოგიტანოთ თქვენ, თუმცა მარგარეტ ტეტჩერისთვის ამ გარემოებას ხელი არ შეუშლია ყოფილიყო ერთ-ერთი უძლიერესი ქალბატონი მსოფლიოში.

img









4. ვლადიმირ ნაბოკოვი

ბევრი მწერლის მსგავსად რუსეთის ეს ცნობილი ნოველისტი ამბობდა, რომ მას მოსწონს მუშაობის დაწყება დილით. მან თავისი ცხოვრების ყოველდღიური წესის შესახებ The New York Times-თან ინტერვიუს დრო, 1968 წელს უამბო მკითხველს: ” დილით ვიღვიძებ 6-დან 7 საათამდე, შემდეგ ვწერ დილის 11-ის ნახევრამდე მაგიდაზე, რომელიც ოთახის ყველაზე ნათელ კუთხეში დგას. განტვირთვისა და გამოფხიზლების ნახევარი საათი ჩემს ცოლთან ერთად საუზმეა, რომელიც დაახლოებით დილის ცხრის ნახევრამდე გრძელდება”.

img









5. გვინეტ პელტროუ

თუ როგორ მოქმედებს ჯანსაღი ცხოვრების წესი ადამიანის სილამაზესა და ჯანმრთელობაზე, ამის ნათელი მაგალითი გვინეტ პელტროუა, რომელიც დილის 5-ის ნახევარზე იღვიძებს და დილას იოგას უთმობს. ” მე მაინც არ ვთვლი, რომ დილის ადამიანი ვარ, ეს ძალიან აშკარა განსაზღვრებაა, მე უბრალოდ ძალიან მკაცრი ვარ საკუთარ თავთან. როდესაც ვვარჯიშობ კვირაში ექვსი დღე და ვიკვებები ჯანსაღი პროდუქტებით თავს საუკეთესოდ ვგრძნობ”- განაცხადა მსახიობმა.

img










6. მიშელ ობამა
მეუღლის მსგავსად, მიშელ ობამაც დილას აუცილებლად ვარჯიშით იწყებს. მან ოპრა უინფრისთან ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ სურს იყოს მაგალითი თავისი ქალიშვილებისთვის, როგორ უნდა უვლიდეს ნებისმიერი ქალი საკუთარ თავს. ამერიკის პირველი ლედის დილა 5-ის ნახევარზე იწყება. ‘ როდესაც ვიწყებ ფიქრს, რომ უნდა ავდგე და სამსახურში წავიდე, ვდგები და ვაკეთებ ამას, როდესაც ვიწყებ ფიქრს იმაზე, რომ უნდა ავდგე, და შვილებს მოვუარო, ამასაც აუცილებლად ვახორციელებ, მაგრამ როდესაც საქმე საკუთარი თავის მოვლასა და საკუთარ ჯანმრთელობაზე მიდგება, მაშინ ყველა ამბობს, რომ ვერაფრით შეძლებენ ხუთის ნახევარზე გაღვიძებას. და სწორედ ეს შევცვალე ჩემი ცხოვრების წესში, წინააღმდეგ შემთხვევაში თავს კარგად ვერ ვიგრძნობდი.”

img











7. რობერტ აიგერი

ამერიკელი ბიზნესმენი და კომპანია უოლტ დისნეის მფლობელი სწორედ მათ რიგებშია, ვინც დილას 5-ის ნახევარზე იწყებს. ისიც თვლის, რომ ადრე გაღვიძება შესანიშნავი გზაა იმისთვის, რომ დრო საკუთარ თავს დაუთმო. ” ეს ის დროა, როდესაც ჩემი ბატარეები უნდა დავტენო. ყოველ დილით ვვარჯიშობ, ვკითხულობ დოკუმენტებს, საბუთებს, გადავხედავ ელ ფოსტას, ვერთობი ინტერნეტით, ვუყურებ ტელევიზორს და ამ ყველაფერს ერთდროულად ვაკეთებ.”

img








8. ტიმ ამსტრონგი

ერთ-ერთი უდიდესი კორპორაციის AOL-ის თავმჯდომარე ძალიან ადრე, 5-დან 6-ის 15 წუთამდე დგება ლოგინიდან, რათა უპასუხოს მეილებს და ვარჯიშით დაკავდეს. ” ვიწყებ მეილების გზავნას იმ დროიდან, როდესაც ვიღვიძებ, მაგრამ ყველა ჩემი განრიგით არ ცხოვრობს, ამიტომ ხშირად მიწევს ლოდინი 7 საათამდე. მანამდე კი ვვარჯიშობ, ვკითხულობ ან სხვა საქმიანობით ვირთობ თავს”- აცხადებს ამსტრონგი.


img



,, წარმატებულია ადამიანი,რომელიც დილით ადრე იღვიძებს და საღამოს გვიან წვება,ხოლო შუალედში კი აკეთებს იმას რისი გაკეთებაც მას სურს"– ბობ დილანი