
ვინ არის ქართველი სასულიერო პირი, რომელსაც კორონავიური დაუდგინდა
- 25/03/20
- 372 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

ამერიკაში მყოფი სასულიერო პირი, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა მამა იოსებ მინდიაშვილია. ამის შესახებ ჩრდილოეთ ამერიკის მიტროპოლიტი მეუფე საბა ინწკირველი ვიდეო მიმართვაში საუბრობს.
„სამწუხაროდ ამერიკაში მყოფ სასულიერო პირს კორონავირუსი დაუდგინდა. მისი ნებართვით ვაცხადებ მის სახელსა და გვარს, რათა დღევანდელ მდგომარეობაში, ამით მაგალითი მივცეთ სხვა ადამიანებს, რომ მაღალი საზოგადოებრივი პასუხიმგებლობა გვავალდებულებს, არ დავმალოთ სიმპტომები და დროულად მივმართოთ ექიმს.
სასულიერო პირი, რომელიც კორონავირუსით არის დაინფიცირებული გახლავთ დეკანოზი იოსებ მინდიაშვილია. მადლობა ღმერთს, მას არ აქვს მძიმე მდგომარეობა ჯანმრთელობის მხრივ. მას 20 მარტს აუწია ტემპერატურამ და იმავე დღეს მიმართა ექიმს. ტესტის აღების შემდეგ დაუდასტურდა კორონავირუსი. მაშინვე მოხდა მისი იზოლირება. ვვარაუდობთ, რომ რვა ცხრა დღის წინ შეხვდა ეს ვირუსი.“ – განაცხადა მეუფე საბა ინწკირველმა.
სოციალურ ქსელში იძებნება დეკანოზის მიერ ჩატარებული წირვის ამსახველი ვიდეო კენტუკიში მდებარე მართლმადიდებლურ ტაძარში.