ჩინეთის მეზობელი ერთადერთი ქვეყანა მსოფლიოში, სადაც კორონავირუსი იყო, მაგრამ დღემდე მისი აღარცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ახალი ანგარიშის თანახმად, აზიის კონტინეტნზე მდებარე ქვეყანა - ნეპალში კორონავირუსის სხვა შემთხვევა ამ დრომდე არ დაფიქსირებულა. ამას ადასტურებს კორონავირუსის რუკა, რომელიც who -ზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას. იხილეთ რუკა (https://www.worldometers.info/coronavirus/)

მოგახსენებთ, რომ ნეპალში კორონავირუსის მხოლოდ ერთი შემთხვევა იყო. ინფიცირებული პაცინეტი 32 წლის სტუდენტი გახლდათ, რომელიც ჩინეთში მდებარე ეპიცენტრიდან, ვუჰანიდან დაბრუნდა ქვეყანაში. მან კორონავირუსი დაამარცხა და დღეს თვითიზოლაციაში იმყოფება.

ნეპალში სულ ჯამურად 529 ადამიანი იქნა კორონავირუსზე ტესტირებული. აქედან 528 ნეგატიური აღმოჩნდა, ერთადერთი პოზიტიურიც გამოჯანმრთელებულია. ქვეყანამ თითქმის მთელ მსოფლიოსთან შეწყვითა ურთიერთობა. განსაკუთრებით იცავენ მსოფლიო ჯანდაცვის რეკომენდაციებს. ამ დროისთვის აქტიურად მუშაობს ქვეყანა კორონავირუსის ვაქცინაზეც.

"ნეპალში მყოფ ინდოელებს სამშობლოში დაბრუნების სურვილი ნაკლებად აქვთ, ისინი ფიქრობენ, რომ აქ უფრო უსაფრთხოდ იქნებიან" - ნეპალის ჯანდაცვის მინისტრი

ნეპალის მეზობელ ქვეყნებშიც არ არის საგანგაშო მდგომარეობა თუ არ ჩავთვლით დიდ ინდოეთს. ბუტანში ამ დროისთვის მხოლოდ ორი ინფიცირებულია და ისინი თავს კარგად გრძნობენ, ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, უახლოეს მომავალში ორივე პაციენტს გაწერენ. ბანგლადეშში ინფიცირებული ცოტაა, თუმცა სიკვდილიანობის მაჩვენებელი მაღალია, ქვეყანაში 24 ინფიცირებულიდან 2 გარდაცვლილია (23 მარტის მონაცემებით).