კანადაში მცხოვრებმა ქართველმა მეცნიერმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა შექმნა

"ამერიკის ხმა" ავრცელებს ქართველი მეცნიერის ინტერვიუს, რომელმაც კორონავირუსის ვაქცინა შექმნა. გიორგი ბაბუაძემ, კანადაში მეცნიერების გუნდთან ერთად კოვიდ-19-ის ვაქცინა გამოიგონა და ახლა მის პრეკლინიკურ ცდაზე მუშაობს .

გაიცანით ქართველი მეცნიერი, რომელმაც კორონავირუსის ვაქცინა შექმნა. გიორგი ბაბუაძემ, კანადაში მეცნიერების გუნდთან ერთად კოვიდ-19-ის ვაქცინა გამოიგონა და ახლა მის პრე-კლინიკურ ცდაზე მუშაობს. დადებითი პროგნოზების გამართლების შემთხვევაში, ვაქცინა 1 წელიწადში იქნება გამოყენებისთვის მზად.