ვინ არის ქართველი ექიმი, რომელსაც კორონა ვირუსი დაუდასტურდა

მედიკოსმა კლინიკას მაღალი ტემპერატურით გუშინ მიმართა და დღეს კორონავირუსი ლაბორატორიულად დაუდასტურდა. მისი ოჯახის წევრები იზოლაციაში იმყოფებიან. ცნობილია მისი კონტაქტები კლინიკაში და ეპიდსიტუაციას სპეციალისტები სწავლობენ.

ბათუმში მერვე ინფიცირებული ინფექციური საავადმყოფოს ექთანია. მას უშუალო შეხება ჰქონდა ინფიცირებულებთან და სავარაუდოდ ვირუსი დაავადებული პაციენტისგან გადაედო.

ინფორმაცია Imedinews-ს კლინიკის თანამშრომელმა დაუდასტურა.

დღეს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოში კორონავირუსით მედიცინის მუშაკი პირველად დაინფიცირდა.

იმედინიუსი