კორონა ვირუსის მკურნალობის ერთადერთი მეთოდი, რომლითაც ამერიკელმა ექიმებმა უმოკლეს დროში 5 პაციენტი განკურნეს
- 30/03/20
- 6240 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
„ამერიკის სამედიცინო ასოციაციის ჟურნალში გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ უკვე გამოჯანმრთელებული პაციენტების სისხლის პლაზმა გამოიყენეს და 5-დან 5-ვე შემთხვევა პოზიტიურად დასრულდა“, – ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ ქართველმა ალერგოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა განუცხადა.
მისივე თქმით, ეს მეთოდი ებოლას, მერსის და ესპანური გრიპის დროსაც წარმატებული იყო.
„ამერიკის სამედიცინო ასოციაციის ჟურნალში გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ უკვე გამოჯანმრთელებული პაციენტების სისხლის პლაზმა გამოიყენეს და 5-დან 5-ვე შემთხვევა პოზიტიურად დასრულდა. ეს მეთოდი ებოლას, მერსის და ესპანური გრიპის დროსაც გამოიყენეს ზუსტად ერთი საუკუნის წინ და შედარებით დადებითი ეფექტი იყო, მაგრამ 100%-იანი არაფერი არ არის, სანამ წამალი და აცრა არ არსებობს“, – ამბობს ბიძინა კულუმბეგოვი.