ცნობილები, რომლებმაც მეორე ნახევრები ინტერნეტით იპოვეს


ჩვენს საუკუნეში ინტერნეტი ყველაზე მარტივი, ხელმისაწვდომი და პოპულარული ურთიერთობის საშუალებაა. საზოგადოების ნაწილი სწრედ სოციალურ ქსელებს მიმართავს, რათა ახალი მეგობრები შეიძინოს. მეტიც, ზოგიერთები ინტერნეტით სიყვარულსაც პოულობენ.







მსახიობმა ია ფარულავამ ქმარი, ტარიელ სუარი სწორედ "ფეისბუქის" მეშვეობით გაიცნო. უბრალო მიმოწერით დაწყებული ურთიერთობა სიყვარულში გადაიზარდა. ტარიელმა მსახიობს ხელი "ნიჭიერის სცენაზე" სთხოვა. წყვილი დღემდე აქტიურად სარგებლობს სოციალური ქსელებით, მეტიც ოჯახურ უთანხმოებებს, სწორედ ინტერნეტსივრცეში, სახალხოდ არჩევენ.







ინტერნეტის საშუალებით იპოვა მეორე ნახევარი ნუკა კვალიაშვილმა. მის მომავალ მეუღლესაც იგივე კომპიუტერული თამაში უყვარდა, რომელიც მომღერალს. ნიკა კობახიძისა და ნუკა კვალიაშვილის ურთიერთობა უკვე წლებს ითვლის. წყილს ყკვე ვაჟი ჰყავს, პატარა ლუკა.






ანი ქორქიამ სწორედ სოციალურ ქსელში გაიცნო მეუღლე, კახა ჩიქოვანი. "ჯერ თავისი კომპანიით, „მინიბასით“ დამიმეგობრდა და ბევრ კარგ სიმღერას მიდებდა ჩემს გვერდზე. მერე ერთი-ორჯერ გამოველაპარაკე და მითხრა ჩემი გვერდით დაგამატებო, რომ ვნახე მისი გარეგნობაც მომეწონა, ვიფიქრე დავეკონტაქტები ხოლმე, რატომაც არა-თქო"-გვიამბო ანიმ. წყვილი დაქორწინდა. უკვე ვაჟიც ჰყავთ.






ნუკი კოშკელიშვილმა ინტერნეტით ორჯერ იპოვა მეორე ნახევარი. ტელეწამყვანი შეყვარებული იყო ოთო მარგოშვილზე. მათი მშობლები მეგობრობდნენ, თუმცა წყვილმა ერთმანეთი "ფეისბუქის" მეშვეობით გაიცნო. ურთიერთობა არ შედგა. ნუკი ისევ შეყვარებულია საკუთარ "ფეისბუქის მეგობარზე". ბენჯი ჩეიმი ამერიკელია. მიმოწერამ დაახლოებით ორი წელი გასტანა. ნუკიმ ბენჯის ამერიკაში ჩააკითხა. ტელეწამყვანი პირადზე აღარ საუბრობს, თუმცა ამბობენ, რომ ბენს დაშორდა.