
64 წლის ქალბატონმა ფლორიდის სრუტე გადაცურა (7 ფოტო)
- 2014-02-21 19:42:02
- 1839 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

64 წლის ამერიკელმა დაიანა ნიადმა(Diana Nyad) 2013 წლის 2 სექტემბერს გადაცურა ფლორიდის სრუტე.
ქალბატონმა 177 კილომეტრი გაცურა 53 საათში ჰავანიდან ფლორიდ-კისის არქიპელაგამდე. ნაიადს გზაში 5 მაშველი ნავი მიყვებოდა , რომელიც მს წყალს და საჭმეს აწოდებდა და ასევე აკონტროლებდა მის ჯანმრთელობას.
1997 წელს ფლორიდის სრუტის გადაცურვა ავსტრალიელმა სიუზი მარონიმ შეძლო, თუმცა ნაიადი პირველი ადამიანი გახლავთ, რომელმაც ამ სრუტის გადაცურვა ზვიგენებისგან დასაცავი გალიის გარეშე შეძლო. მან რეკორდი დაამყარა.
ქალბატონს სახეზე მზისგან დასაცავი სპეციალური კრემი ესვა.
ნაიდმა კუბიდან ფლორიდამდე მანძილის დაძლევა ხუთჯერ შეძლო. პირველი მცდელობა 35 წლის წინ იყო, როდესაც ის 28 წლისა გახლდათ.