წყვილი კორონა ვირუსისგან 6 წუთში გარდაიცვალა
- 03/04/20
- 3556 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
ყოფილმა ფეხბურთელმა ბადი ბეიკერმა თქვა, რომ მისი მშობლები ახალმა კორონავირუსმა იმსხვერპლა.
ბეიკერი ABC-სთან საუბარში ჰყვება, რომ მისი მშობლები 74 წლის სტუარტ ბეიკერი და 72 წლის ადრიან ბეიკერი, რომლებიც 51 წლის განმავლობაში იმყოფებოდნენ ქორწინებაში, 6 წუთის განსხვავებით დაიღუპნენ – ორივე კოვიდ-19-ის ინფექციით.
„ჩემი მშობლები შესანიშნავი ადამიანები იყვნენ. სამწუხაროდ, მე ისინი ტრაგიკულად დავკარგე“, – ჰყვება ყოფილი სპორტსმენი.
ბეიკერის თქმით, მისი მშობლები თავს კარგად გრძნობდნენ, სანამ რამდენიმე კვირის წინ, მათთან ექიმი არ მივიდა და არ უთხრათ, რომ პნევმონიის სიმპტომები აქვთ.
მამამისს ასთმა ჰქონდა, ამიტომ ის მალევე გადაიყვანეს ინტენსიურ თერაპიაში, ხოლო დედა სახლში აგრძელებდა მკურნალობას.
რამდენიმე დღის შემდეგ, ექიმმა ბეიკერს განუცხადა, რომ მამამისი ვერ გადარჩებოდა, რამდენიმე საათში კი მდგომარეობა გაურთულდა დედამისსაც და ისინი 6 წუთის სხვაობით გარდაიცვალნენ.
ბოლო მონაცემებით, ამერიკაში ვირუსს უკვე 5 138 ადამიანი ემსხვერპლა. შტატებში ვირუსის გავრცელების ყველაზე დიდი მაჩვენებელი ფიქსირდება – 213 000 დაინფიცირებული.