კარანტინის დროს დაბადებულ ტყუპებს კოვიდი და კორონა დაარქვეს
- 03/04/20
- 1117 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
ინდოეთში, კორონავირუსის ახალი ტიპის, COVID-19-ის გამო გამოცხადებული კარანტინის დროს დაბადებულ ტყუპებს კორონა და კოვიდი დაარქვეს. ამის შესახებ ინფორმაციას indiatoday ავრცელებს.
სიტყვები - კორონა და კოვიდი ბევრს აშინებს, მაგრამ, როგორც გამოცემა წერს, ტყუპების მშობლებისთვის ის რთულ პერიოდზე გამარჯვებისა და ტრიუმფის სიმბოლოა.
ტყუპებიდან ერთი გოგონაა და მეორე ბიჭი. კოვიდი ბიჭს დაარქვეს, ხოლო კორონა გოგონას. მშობლები ამბობენ, რომ შესაძლოა, მოგვიანებით გადაწყვეტილება შეცვალონ და ბავშვებს სახელები შეუცვალონ.
"ბავშვები მაშინ დაიბადნენ, როცა სხვადასხვა სირთულეების წინაშე ვიყავით, მე და ჩემს ქმარს გვსურდა ეს დღე ყველაზე დასამახსოვრებელი ყოფილიყო. ვირუსი სიცოცხლისთვის სახიფათოა, მაგრამ ამასთანავე მან ადამიანებს აიძულა კონცენტრაცია მოეხდინათ ჰიგიენაზე და კარგი ჩვევების გამომუშავებაზე. ამიტომაც, ამ სახელებზე ვიფიქრეთ“, - ასე ხსნის ტყუპების დედა გადაწყვეტილებას. განაგრძეთ კითხვა