''სწორადაც რომ ის მომენტია, პიკთან მიახლოვებას ვიწყებთ'' - ეკატერინე ტიკარაძე
- 05/04/20
- 2710 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
“მონაცემები მატულობს, რაც მოსალოდნელი იყო, ჩვენ ამ ეტაპზე სწორედაც რომ ვიწყებთ პიკთან მიახლოებას,”-ამის შესახებ განცხადება ჯანდაცვის მინისტრმა გადაცემა „იმედის კვირის“ ეთერში გააკეთა.
„ეს იყო ზუსტად ის მოლოდინები და იმ შემთხვევაში იყო ეს მოლოდინები, თუ ჩვენ ვერ შევძლებდით სოციალური დისტანცირების ეფექტურ მართვას. მაგრამ ჩვენდა საბედნიეროდ, მთავრობის გუნდის ერთიანმა სტრატეგიამ გაამართლა და, რა თქმა უნდა, ჩვენი მოსახლეობის დადებითმა ჩართულობამ თავის შედეგი გამოიყო და ის მოლოდინები, რომლებიც ამ რიცხვისთვის იყო ნავარაუდები ჩვენი მეცნიერების მხრიდან ისე მწვავად არ გამართლდა. თუმცა, რა თქმა უნდა, მონაცემები მატულობს, რაც მოსალოდნელი იყო“, – აღნიშნა მინისტრმა.


