"შენს გვერდით ყოფნა არ შემიძლია, მაგრამ მე შენთან ვარ..." - სავაადმყოფოებში კარანტინის გამო ქმარი კიბოთი დაავადებულ ცოლთან არ შეუშვეს, მაგრამ კაცმა ცოლის გასამხნევებლად ასეთ ხერხს მიმართა

სამი შვილის მამის, ალბერტ კონერის ცოლს იანვარში ექიმებმა მკერდის კიბო დაუდგინეს და მას ხშირად უწევდა ქიმიო თერაპიაზე სიარული. თუმცა ბოლო მისვლაზე საავადმყოფოებმა მიიღეს სიფრთხილის ზომები პანდემიის გამო და ალბერტი ცოლთან აღარ შეუშვეს საავადმყოფოში.

”მე არ ვგრძნობდი იმ მომენტში, რომ მისი ნაწილი ვიყავი, რადგან მე მას დავპირდი, რომ გვერდით ვეყოლობოდი ყველა ნაბიჯზე და ვგრძნობდი, რომ ჩემს სიტყვა დავარღვიე”, - ამბობს ალბერტი ჟურნალისთან საუბრისას.

მეუღლემ ის დაარწმუნა, რომ კარგად იქნებოდა და მასზე არ ენერვიულა, მაგრამ წასვლისთანავე ალბერტმა, შვილებთან ერთად პლაკატი გააკეთა და იქვე პარკში, ცოლის პალატის ფანჯრის პირდაპირ დაჯდა და ამით აცნობა, რომ არსად წასვლას არ აპირებდა.

”როგორც კი მან გადმოიხედა, ჩემს სავარძელში ოდნავ წამოვდექი, ცოტათი ავხედე ფანჯარას და ის სწორედ იქ იყო.” -იხსენებს ალბერტი.

მართლაც, როდესაც კელიმ გარეთ გაიხედა, დაინახა, რომ ალბერტი იჯდა თავისი ფურგონის უკან პლაკატით, რომელზეც ეწერა: ”მე არ შემიძლია შენთან ვიყო, მაგრამ მე აქ ვარ”.

პლაკატზე ასევე გამოსახული იყო ფული და მადლობა საავადმყოფოს თანამშრომლების მიმართ.

”მაშინვე ცრემლი მომადგა თვალებზე და ყველაზე ძალიან ვგრძნობდი მის სიყვარულს იმ მომენტში და ეჭვიც არ შემპარვია, რომ ის ყოველთვის ასე მოიქცეოდა ჩემთვის”, - თქვა კელიმ.

ალბერტის თქმით, ამ ჟესტის შემდეგ, რამდენიმე ექთანი გარეთაც გავიდა, რათა მადლობა გადაეხადა მისთვის.

კელი ქიმიოთერაპიას მაისში ასრულებს. ოჯახი იმედოვნებს, რომ მანამდე პანდემია გადაივლის და ბოლო ვიზიტზე ალბერტი შეძლებს ცოლის გვერდით იყოს თერაპიის დროს.

უცხოეთიდან თარგმნა: ტაისია ამაშუკელმა