რა უპასუხა დემნა გვასალიამ პაატა იმნაძეს პირბადეების გამოშვებასთან დაკავშირებით საკუთარ ინსტაგრამ გვერდზე
- 11/04/20
- 2251 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
“შეიძლება, დემნა გვასალიამ ასეთი გამოუშვას” – საქართველოში წარმოებული პირბადეების კრიტიკას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე ასე გამოეხმაურა.
“შეიძლება, დემნა გვასალიამ ასეთი გამოუშვას. ვიზუალსაც ვერაფერს ვუწუნებ. დღევანდელი თაობა განებივრებულია პირბადეების ნაირსახეობით, რომელიც იყო მსოფლიოში, მაგრამ ყველგან დეფიციტია. წვეთოვანი ინფექციებისგან ეს პირბადე ძალიან კარგად იცავს. ჩვენ ექიმებს ვურჩევთ, იხმარონ N95 რესპირატორი მხოლოდ იმ დროს, როდესაც ისინი ახორციელებენ პაციენტებთან ინტუბაციას (სადაც აეროზოლიზაციის რისკი მაღალია). დანარჩენ შემთხვევაში ეს პირბადე ექიმსაც კი შეუძლია, იხმაროს, არათუ მოსახლეობამ“, – აღნიშნა იმნაძემ.
სწორედ იმნაძის ამ ხუმრობას უპასუხა დემნა გვასალიამ Instagram–ზე – “ჩემი ქართველი მიმდევრებისთვის – ეს საქართველოში წარმოებული პირბადეა” – მიაწერა ქართველმა ცნობილმა დიზაინერმა პაატა იმნაძის ვიდეოს.


