გოგონა, რომლის ორსულობის ფოტოსურათებიც ბოლო დროის სენსაციად იქცა სოციალურ ქსელში

ამბავი, რომელმაც ბოლო დროს სოციალური ქსელი შეძრა, 13 წლის გოგონას ორსულობას ეხება. შემთხვევა რუსეთში მოხდა.

აღშფოთებული ინტერნეტმომხმარებლები მოუწოდებენ მშობლებს, მასწავლებლებს, რომ მეტი ყურადღება გამოიჩინონ მოზარდების მიმართ.

 13 წლის დიანა შურიგინამ ერთ დღეს ინსტაგრამზე გამოაქვეყნდა ფოტო, სადაც ორსულობისგან საგრძნობლად წამოზრდილი მუცელი მოუჩანს. არც დაუმალავს, რომ ფეხმძიმედაა.

ყველა გაოგნებული დარჩა, იცოდნენ, რომ გოგონას 10 წლის შეყვარებული ჰყავდა და ის ბავშვის მამის როლში ვერავინ წარმოიდგინა.

სამედიცინო შემოწმებამ დაადასტურა, რომ დიანა 15 წლის თანასკოლელმა დააფეხმძიმა. გაირკვა რომ ბიჭი გოგოს აშანტაჟებდა.

"ყველას ვეტყვი, რომ უარს არავის ეუბნები და მერე შენს თავს დააბრალე, რაც მოგივა", – ეუბნებოდა ის. საბოლოოდ შეშინებულმა დიანამ მას წინააღმდეგობა ვეღარ გაუწია. ეს ამბავი ვერავის გაანდო, სამაგიეროდ, გადაწყვიტა, ორსულობა აღარ დაემალა და საყოველთაო აჟიოტაჟიც გამოიწვია.