რამდენი ლარით დაჯარიმდებით ხვალიდან, თუკი პირბადის გარეშე გარეთ გახვალთ, თუნდაც ნაგვის გადასაყრელად

17 აპ­რი­ლი­დან და­ხუ­რულ სა­ჯა­რო სივ­რცე­ში პირ­ბა­დის ტა­რე­ბა სა­ვალ­დე­ბუ­ლო ხდე­ბა, - ამის შე­სა­ხებ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის პრესს­პი­კერ­მა ირაკ­ლი ჩი­ქო­ვან­მა მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ამ მო­თხოვ­ნის შეს­რუ­ლე­ბა­ზე იუ­რი­დი­ულ პი­რებს და­ე­კის­რე­ბათ და მათ­თვის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა გან­სა­ზღვრუ­ლია 15 ათა­სი ლა­რით.

"იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ თი­თო­ე­ულ­მა მო­ქა­ლა­ქემ, კერ­ძო სექ­ტორ­მა, ბიზ­ნეს­მა, რე­ლი­გი­ურ­მა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­მა, სა­მო­ქა­ლა­ქო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­მა, ყვე­ლამ ზედ­მი­წევ­ნით არ შე­ვას­რუ­ლეთ და და­ვი­ცა­ვით კა­ნო­ნი, სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რო­ე­ბის ფარ­გლებ­ში და­წე­სე­ბუ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბი, ეს აუ­ცი­ლებ­ლად გახ­დე­ბა ქვე­ყა­ნა­ში ეპი­დე­მი­ლო­გი­უ­რი ვი­თა­რე­ბის მკვეთ­რი გამ­წვა­ვე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი და ჩვენ მოგ­ვი­წევს უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში ზო­მე­ბის უკი­დუ­რე­სი გამ­წვა­ვე­ბა, რაც მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით სრუ­ლი კა­რან­ტი­ნის გა­მო­ცხა­დე­ბას გუ­ლის­ხმობს.

კა­ტე­გო­რი­უ­ლად მო­გი­წო­დებთ, გა­მო­ავ­ლი­ნეთ მა­ღა­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და გა­უფრ­თხლი­დით რო­გორც სა­კუ­თარ ასე­ვე, სხვის ჯან­მრთე­ლო­ბას, დარ­ჩით სახ­ლში,"- გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი ჩი­ქო­ვან­მა.

გარ­და ამი­სა, რო­გორც ჩი­ქო­ვან­მა აღ­ნიშ­ნა, ხვა­ლი­დან შე­ზღუდ­ვე­ბი წეს­დე­ბა სა­საფ­ლა­ო­ებ­ზე შეს­ვლას­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც.

მი­სი­ვე თქმით, კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით მკაცრ­დე­ბა გა­და­ად­გი­ლე­ბა და სა­ქარ­თვე­ლოს მთელს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე 17 აპ­რი­ლის 12:00 სა­ა­თი­დან, 21 აპ­რი­ლის ჩათ­ვლით, მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბით მოძ­რა­ო­ბა სრუ­ლად იკ­რძა­ლე­ბა.