
ვინ არის და რამდენი წლისაა კორონავირუსით გარდაცვლილი მეოთხე პაციენტი საქართველოში
- 18/04/20
- 7016 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილი მეოთხე პაციენტი ბათუმის კლინიკა „მედალფაში" 21:50 საათზე გარდაიცვალა.
„პაციენტი ჩვენს კლინიკაში 8 აპრილიდან იწვა. ის 70 წლის ზემოთ იყო და ე.წ. ქობულეთის კლასტერს წარმოადგენდა. 13 აპრილიდან მართვით სუნთქვაზე იყო გადაყვანილი
მას კორონავირუსთან ერთად აღენიშნებოდა თანმხლები დაავადებები - ეს არის შაქრიანი დიაბეტი, გულსისხლძარღვთა უკმარისობა, ასევე აღენიშნებოდა აბსესები", - განაცხადა „მედალფას" აჭარისა და გურიის რეგიონულმა დირექტორმა, ლევან ანთიძემ.