"კორონა ვირუსი მქონდა იანვარში და ამ ორ წამალს ვსვამდი..."
- 19/04/20
- 4508 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
ჟურნალისტი, ნინო ჯღარკავა, სოციალურ ქსელში, წერს:
"მე ვამტკიცებ, რომ იანვარში გადავიტანე კორონა თუ ჯანდაბა ამას! 30დეკემბერს როცა ჩემი შვილი სიცხით, ხველებით და სისუსტით გადავიყვანე ბოჭორიშვილის კლინიკაში, სახლში მობრუნებული ჩავწექი და ჩავწექი, ჯერ სიცხე მქონდა 38, მერე ხველება საშინელი, მერე სახსრების ტკივილი, უენერგიობა, ფაქტიურად ვერ ვდგებოდი, სულ მეძინა, ვსვამდი მარტო პარაცეტამოლს, მიყვარს ეს წამალი და დედაჩემის მომზადებულ ალოეს წვენს თაფლთან ერთად ხველებისთვის, 11 იანვრამდე ასე ვიწექი გაუნძრევლად, არც ექიმთან მივსულვარ, არც ფილტვები გამისინჯავს, ხველება დამიტოვა მერე კაი ორი თვე, ახლაც ხანდახან ვახველებ ხოლმე, მოკლედ ასე ცუდად არასდროს ვყოფილვარ ჩემს სიცოცხლეში! რაც მთავარია დედაჩემი მაშინაც გვივლიდა მე და ჩემს შვილს და არ გადადებია! ჯვარი წერია… ხოდა გადავაგორებთ ამ კორონობას ნუ გეშინიათ!”