ვაჟა-ფშაველას გამზირზე ქალი, რომელიც ბრმა ტყვიამ იმსხვერპლა ცნობილი ქართველი მომღერლის დედაა
- 19/04/20
- 21290 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
"პრაიმტაიმისთვის" ცნობილი გახდა, რომ ქალი, რომელიც სავარაუდოდ ბრმა ტყვიას ემსხვერპლა, ცნობილი მომღერლის დედაა.
შემთხვევა ვაჟა-ფშაველას გამზირზე მოხდა. ადგილზე ამ დროისთვის სამართალდამცველები მუშაობენ.
მეზობლების გადმოცემით, ქალი კორპუსის მე-8 სართულზე საკუთარ ბინაში იმყოფებოდა, ის მაგიდასთან იჯდა, როდესაც გასროლის ხმა გაისმა და ტყვია მოულოდნელად მის ფანჯარაში შევარდა.
შუახნის ქალს სასიკვდილო ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული.
მომხდართან დაკავშირებით „პრაიმტაიმი“ დამატებით დეტალებს არკვევს. შსს-ში განგვიმარტეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.


