ვინ არის პოლიციელი, ვისმა ნასროლმა ტყვიამაც თიკა მახალდიანის დედა შეიწირა

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრო­მე­ლი, რო­მელ­მაც ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყოფ­მა უმი­სა­მარ­თოდ გას­რო­ლის შე­დე­გად მო­პირ­და­პი­რე კორ­პუს­ში მცხოვ­რე­ბი 50 წლის ქალი იმ­სხვერ­პლა, სოსო გაბ­რი­ა­ძეა.

50 წლის თა­მარ ან­თე­ლა­ვას გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბით სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბის ფაქ­ტზე ბრალ­დე­ბუ­ლი შსს-ს თა­ნამ­შრო­მე­ლი სი­მონ (სოსო) გაბ­რი­ა­ძე თბი­ლი­სის პრო­კუ­რა­ტუ­რის სა­გა­მო­ძი­ე­ბო ნა­წი­ლის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს­თან ერ­თად ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად და­ა­კა­ვეს.

პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყოფ­მა პო­ლი­ცი­ელ­მა სა­კუ­თა­რი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბი­ნის აივ­ნი­დან გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან უმი­სა­მარ­თო გას­რო­ლა. გას­რო­ლი­ლი ტყვია თა­ვის არე­ში მოხ­ვდა მიმ­დე­ბა­რე
კორ­პუს­ში მცხოვ­რებ 50 წლის თა­მარ ან­თე­ლა­ვას, რის შე­დე­გა­დაც ეს უკა­ნას­კნე­ლი გარ­და­იც­ვა­ლა.

საქ­მე­ზე და­წყე­ბუ­ლია გა­მო­ძი­ე­ბა სსკ 116-ე მუხ­ლით, რაც გუ­ლის­ხობს სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბას გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბით. გაბ­რი­ა­ძეს ში­ნა­პა­ტიმ­რო­ბა ან 4 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა ელის.

სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის თა­ნახ­მად, სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბით ის­ჯე­ბა ში­ნა­პა­ტიმ­რო­ბით ვა­დით ექ­ვსი თვი­დან ორ წლამ­დე, ან თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თით ვა­დით ორი­დან ოთხ წლამ­დე. განაგრძეთ კითხვა