რას ყვება თიკა მახალდიანის დედის მკვლელობაში ბრალდებული პოლიციელის მეუღლე ქმარზე

ვაჟა-ფშა­ვე­ლას გამ­ზირ­ზე, უმი­სა­მარ­თო გას­რო­ლის შე­დე­გად ქა­ლის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბუ­ლი პო­ლი­ცი­ე­ლის მე­უღ­ლე აცხა­დებს, რომ დე­ტა­ლებ­ზე ინ­ფორ­მა­ცი­ას არ ფლობს.

ის აღ­ნიშ­ნავს, რომ ქმარ­თან კო­მუ­ნი­კა­ცია და­კა­ვე­ბამ­დე არ ჰქო­ნია. მის­თვის ასე­ვე უც­ნო­ბია, მისი მე­უღ­ლე სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა და­ა­კა­ვეს თუ თა­ვად ჩა­ბარ­და პო­ლი­ცი­ას.

„არა­ნა­ირ ინ­ფორ­მა­ცი­ას არ ვფლობ. თბი­ლი­სი­დან 300 კი­ლო­მეტ­რით მო­შო­რე­ბუ­ლი ვარ კო­რო­ნას გამო, ჩა­კე­ტი­ლი ვარ სო­ფელ­ში. არა­ფე­რი არ ვიცი დე­ტა­ლე­ბი. არც დამ­კავ­ში­რე­ბია სა­ნამ და­ა­კა­ვებ­დნენ და არ ვიცი არა­ფე­რი რა მოხ­და", - აცხა­დებს "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან" და­კა­ვე­ბუ­ლი პო­ლი­ცი­ე­ლის ცოლი.

შე­გახ­სე­ნებთ, თბი­ლი­სის პრო­კუ­რა­ტუ­რის სა­გა­მო­ძი­ე­ბო ნა­წი­ლის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს­თან ერ­თად ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად თ.ა.-ს გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბით სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბის ფაქ­ტზე ბრალ­დე­ბუ­ლად სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრო­მე­ლი ს.გ. და­ა­კა­ვეს.

პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, საქ­მე­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დგინ­დე­ბა, რომ ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყოფ­მა ს.გ.-მ სა­კუ­თა­რი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბი­ნის აივ­ნი­დან გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან უმი­სა­მარ­თო გას­რო­ლა. გას­რო­ლი­ლი ტყვია თა­ვის არე­ში მოხ­ვდა მიმ­დე­ბა­რე კორ­პუს­ში მცხოვ­რებ თ.ა.-ს, რის შე­დე­გა­დაც ეს უკა­ნას­კნე­ლი გარ­და­იც­ვა­ლა. იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ შე­საძ­ლოა და­ნა­შა­უ­ლი ჩა­დე­ნი­ლი ყო­ფი­ლი­ყო ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრომ­ლის მიერ, გა­მო­ძი­ე­ბის სა­წყის ეტაპ­ზე­ვე სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე გა­მო­სა­ძი­ებ­ლად გად­მო­ე­ცა თბი­ლი­სის პრო­კუ­რა­ტუ­რის სა­გა­მო­ძი­ე­ბო ნა­წილს.

აღ­ნიშ­ნუ­ლი მუხ­ლი გუ­ლის­ხმობს ში­ნა­პა­ტიმ­რო­ბას ვა­დით ექ­ვსი თვი­დან ორ წლამ­დე ან თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ორი­დან ოთხ წლამ­დე ვა­დით.