ვინ არის ქალი, რომელიც ჩრდილოეთ კორეას კულუარებიდან მართავს და მის ქვეყანაში კორონა ვირუსი ჯერ არ დადასტურებულა

კიმ ჩენ ინი ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის მმარ­თვე­ლი და დიქ­ტა­ტო­რია, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცოტა რა­მაა ცნო­ბი­ლი. მსოფ­ლი­ომ ბევ­რი არა­ფე­რი იცის იმა­ზე, თუ რო­გორ ცხოვ­რო­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბი ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ა­ში, რო­გო­რია მათი ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა.

ბოლო პე­რი­ოდ­ში ქვეყ­ნის პო­ლი­ტი­კურ ცხოვ­რე­ბა­ში აქ­ტი­უ­რად ჩა­ერ­თო კიმ ჩენ ინის და, კიმ იო ჯონ­გი, რო­მელ­საც ბრი­ტა­ნუ­ლი გა­მო­ცე­მა "გარ­დი­ა­ნი“ თა­ვი­სი ძმის შემ­დეგ, ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ან ადა­მი­ანს უწო­დებს. ის 2018 წელს კიმ ჩენ ინ­თან ერ­თად ზამ­თრის ოლიმ­პი­ურ თა­მა­შებ­ზე გა­მოჩ­ნდა და მთე­ლი მსოფ­ლი­ოს ყუ­რა­დღე­ბა მი­ი­პყრო, ამის შემ­დეგ კი ეტა­პობ­რი­ვად, პო­ლი­ტი­კუ­რი ცხოვ­რე­ბის კუ­თხით გა­აქ­ტი­ურ­და.

რო­გორც "გარ­დი­ა­ნი“ წერს, ამ­ბო­ბენ, რომ იო ჯონ­გი ძმის მთა­ვა­რი საყ­რდე­ნია და მისი გა­ნუ­ზო­მე­ლი ნდო­ბით სარ­გებ­ლობს. კიმ ჩენ ინის იმი­ჯი სწო­რედ ამ ქა­ლის ნა­შე­ნე­ბია. კიმ იო ჯონ­გი, არის ქალი, რო­მე­ლიც უდი­დეს გავ­ლე­ნას ახ­დენს ძმის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებ­ზე.

მსოფ­ლი­ო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ის ფონ­ზე, მა­შინ, როცა ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ა­ში ოფი­ცი­ა­ლუ­რად COVID-19-ის არც ერთი შემ­თხვე­ვა არ არის და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი, კიმ იო ჯონ­გის გავ­ლე­ნა და ძა­ლა­უფ­ლე­ბა კი­დევ უფრო იზ­რდე­ბა. განაგრძეთ კითხვა