კიმ ჩენ ინი ჩრდილოეთ კორეის ლიდერობას ქალს გადააბარებს - ისტორიაში პირველად ვინ არის ქალი, რომელიც ჩრდილოეთ კორეის ბელადი ხდება

15 აპრილს, ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა, გამოტოვა ე.წ. მზის დღე – ბაბუამისის, კიმ ირ სენის დაბადების დღის იუბილე, რომელიც ჩრდილოეთ კორეის კალენდარში, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღეა.

რამდენიმე დღეში, CNN-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ დიქტატორი ავადაა და მან გადაიტანა ოპერაცია, რომელიც დაკავშირებულია გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიასთან და რეაბილატაციის პერიოდი, ძალიან რთულად გადააქვს.

სამხრეთ კორეის საინფორმაციო სააგენტო Yonhap-მა, სამხრეთ კორეის ხელისუფლების წყაროზე დაყრდნობით დაწერა, რომ კიმ ჩენ ინთან დაკავშირებით, არაფერი უცნაური არ გამოვლენილა და მისი ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ.

კიმ ჩენ ინის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, გამოჩნდნენ ექსპერტები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ბელადს ახლო მომავალში მისი და, კიმ იო ჩონი შეცვლის, რომელიც ჩრდილოეთ კორეის მუშათა პარტიის ლიდერია და ქვეყანაში ყველაზე გავლენიან ქალად მიიჩნევა.

ამბობენ, რომ კიმ ჩენ ინს მამრობითი სქესის მემკვიდრე არ ჰყავს და ერთადერთი რეალურ კანდიდატად კიმ იო ჩონი რჩება.

რა (არ) ვიცით კორეელ დიქტატორზე? 
კიმ ჩენ ინი – თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი დიქტატორი, რომლისგანაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებს უამრავი გეოპოლიტიკური მუქარა იგზავნება.

კიმ ჩენ ინის სახელთან ასოცირდება სამხედრო აღლუმები, ბელადების ქანდაკებები, რაკეტები და „აზიური სტალინიზმი“, რაც დემოკრატიულ ქვეყნებს აშფოთებს.

დიქტატორის ცხოვრების მთავარი საქმე, ბირთვული იარაღის შექმნაა. ამასთან, სამშობლოში კიმ ჩენ ინი „დიდ რეფორმატორად“ მიიჩნევა, რომელმაც ადამიანების ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალა.

კიმ ჩენ ინის ბიოგრაფია ბურუსითაა მოცული და რთულია იმის დადგენა, რა არის სიმართლე და რა არის ტყუილი.

ჩრდილოეთ კორეის ოფიციალური ინფორმაციით, კიმ ჩენ ინი 1982 წლის, 8 იანვარს ფხენიანში დაიბადა, თუმცა სპეცსამსახურები აცხადებენ, რომ მომავალი დიქტატორი ოდნავ უფრო გვიან, 1984 წელს დაიბადა.

კიმ ჩენ ინის მამა, ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ირი იყო, ხოლო დედა, ბელადის ფავორიტი საყვარელი, ბალერინა კო ენ ჰი.

კიმ ჩენ ინი, პოტენციური მემკვიდრეების სიაში მეორე იყო – კიმ ჩენ ირის პირველი ვაჟი, კიმ ჩენ ნამი იყო, რომელიც ჩრდილოეთ კორეელ ლიდერს, მსახიობ სონ ხე რიმისგან შეეძინა.

ჩრდილოკორეელი ლიდერი არც მსახიობთან იმყოფებოდა ოფიციალურ ქორწინებაში.

კიმ ჩენ ინის ბავშვობის შესახებაც ბევრი არაფერია ცნობილი.

ერთადერთი რაც ვიცით, არ ის, რომ კიმ ჩენ ინი ბერნში, შვეიცარიის საერთაშორისო სკოლაში სწავლობდა, თუმცა მას სხვა სახელი ერქვა და წარმოშობის შესახებ შვეიცარიაში არავინ იცოდა.

ოფიციალური ფხენიანი აცხადებს, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და ამბობენ, რომ კიმ ჩენ ინმა განათლება სახლის პირობებში მიიღო და მას არ აქვს ევროპული უმაღლესი სასწავლების დიპლომი.

პოლიტიკურ სივრცეში კიმ ჩენ ინი 2008 წელს გამოჩნდა, როდესაც მამამისის სასიკდვილო დაავადების შესახებ ჭორები გავრცელდა.

მაშინ, ჩრდილოეთ კორეის „ტახტი“ ლიდერის მრჩეველს, ჩას სონ ტხეკს უნდა გადაცემოდა, რომელიც იმ პერიოდში ფაქტობრივად აკონტროლებდა მმართველ აპარატს და კიმ ჩენ ირის ცოლის ძმა იყო.

მაგრამ კარტები სხვანაირად დალაგდა – ბალერინა დედის დამსახურებით, რომელმაც რესპუბლიკის ჩინოსნები დაარწმუნა იმაში, რომ კიმ ჩენ ინი არის ბელადის საყვარელი შვილი და მისი ერთადერთი მემკვიდრე, 2009 წელს, ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი გახდა.

პირველად პუბლიკის წინაშე ჩრდილოეთ კორეის ლიდერი 2012 წელს, ბაბუამისის, კიმ ირ სენის საპატივცემულო აღლუმზე გამოჩნდა.

დიქტატორის პოლიტიკა
განსაკუთრებული ჰუმანურობით, კიმ ჩენ ინი არც საგარეო, არც საშინაო საქმეებში არ გამოირჩევა.

მისი მმართველობის დროს, სპეცსამსახურების ცნობით, საჯაროდ სიკვდილით დასაჯეს 70-მდე ადამიანი, რაც ამ ქვეყნის ლიდერებს შორის რეკორდია.

კიმ ჩენ ინს უყვარს საჯარო სიკვდილით დასჯების ჩვენება, განსაკუთრებით იმ პოლიტიკოსების, რომლებიც მისი აზრით ლიდერს ეწინააღმდეგებიან.

კიმ ჩენ ინის პირადი ბრძანებით მოკლულებს შორისაა მისი ბიძა, რომელსაც ახალგაზრდა დიქტატორმა სახელმწიფო ღალატში დასდო ბრალი.

ასევე კიმ ჩენ ინს, მის მიერ დანიშნული უშიშროების მინისტრი ჰყავს პირადად მოკლული – ცეცხლისმფრქვევით.

მიუხედავად სისასტიკისა, კიმ ჩენ ინი სამშობლოში რეფორმატორად რჩება. ამ რეფორმებს შორის შედის პოლიტპატიმრების ბანაკების დახურვა და ე.წ. ბატონყმობის გაუქმება.

პირადი ცხოვრება
კიმ ჩენ ინის პირადი ცხოვრება, ისევე როგორც მისი მთელი ბიოგრაფია, არ არის დადასტურებული.

მედიის ცნობით, ის 2009 წლის შემდეგ დაქორწინებულია მოცეკვავეზე, ლი სოლ ჩჟუზე.

არსებული ინფორმაციით, ცოლისგან კიმ ჩენ ინს ორი შვილი ჰყავს, რომლებიც სავარაუდოდ დაიბადნენ 2010 და 2012 წლებში.

სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით, მედიაში ვრცელდება ცნობა, რომ კიმ ჩენ ინის ცოლი არის ფაქტობრივად ერთადერთი ადამიანი ჩრდილოეთ კორეაში, რომელსაც აქვს უფლება არ ატაროს ქვეყნის ლიდერის გამოსახულების გულსაბნევი.

ცნობილია, რომ კიმ ჩენ ინს ჯანმრთელობის პრობლემები დაეწყო მას შემდეგ, რაც მან წონაში მოიმატა.

ბელადის სამედიცინო ბარათში, ქრონიკული დაავადებების ნუსხაში აღნიშნულია, რომ მას შაქრის დიაბეტი და ჰიპერტონია აქვს.