მსოფლიოს ბიბლიური მასშტაბის შიმშილი ელოდება - ინფორმაციას ბი-ბი-სი ავრცელებს

კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ის გამო მსოფ­ლიო შიმ­ში­ლო­ბის რის­კის ქვე­შაა, რო­მე­ლიც შე­საძ­ლოა "ბიბ­ლი­უ­რი მას­შტა­ბის" აღ­მოჩ­ნდეს. ამის შე­სა­ხებ სა­ზო­გა­დო­ე­ბას გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ერე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცია აფრ­თხი­ლებს. ინ­ფორ­მა­ცი­ას BBC აქ­ვეყ­ნებს.

გა­ე­როს მსოფ­ლი­ოს სა­სურ­სა­თო პროგ­რა­მის დი­რექ­ტო­რის, დე­ვიდ ბის­ლის გან­ცხა­დე­ბით, კა­ტას­ტრო­ფის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად სას­წრა­ფო, გა­და­უ­დე­ბე­ლი მოქ­მე­დე­ბე­ბია სა­ჭი­რო. ბის­ლი თა­ვის მოხ­სე­ნე­ბა­ში აღ­ნიშ­ნავს, რომ თუ მსოფ­ლი­ო­ში ახლა 135 მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნი შიმ­ში­ლობს, ეს ციფ­რი, შე­საძ­ლოა, 250 მი­ლი­ო­ნამ­დე გა­ი­ზარ­დოს.

ყვე­ლა­ზე უფრო დიდი რის­კის ქვეშ 10 ქვე­ყა­ნაა, რომ­ლებ­ზეც გავ­ლე­ნას ახ­დენს კონ­ფლიქ­ტე­ბი, ეკო­ნო­მი­კუ­რი კრი­ზი­სი და კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბა. ეს ქვეყ­ნე­ბია - იე­მე­ნი, კონ­გო, ავ­ღა­ნე­თი, ვე­ნე­სუ­ე­ლა, ეთი­ო­პია, სამ­ხრეთ სუ­და­ნი, სუ­და­ნი, სი­რია, ნი­გე­რია და ჰა­ი­ტი.

მოხ­სე­ნე­ბა­ში ნათ­ქვა­მია, რომ სამ­ხრეთ სუ­დან­ში საკ­ვებ პრო­დუქ­ტებ­ზე კრი­ზი­სი გა­სულ წელს მო­სახ­ლე­ო­ბის 61%-ს შე­ე­ხო. კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ამ­დე აღ­მო­სავ­ლეთ აფ­რი­კა­სა და სამ­ხრეთ აზი­ა­ში ისე­დაც არ­სე­ბობ­და საკ­ვე­ბის დე­ფი­ცი­ტი ათწლე­უ­ლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში და სი­ტუ­ა­ცი­ის კი­დევ უფრო გამ­წვა­ვე­ბაა მო­სა­ლოდ­ნე­ლი.

ბის­ლი ამ­ბობს, რომ მსოფ­ლი­ომ ჭკვი­ა­ნუ­რად და სწრა­ფად უნდა იმოქ­მე­დოს.

"რამ­დე­ნი­მე თვე­ში შე­იძ­ლე­ბა "ბიბ­ლი­უ­რი მას­შტა­ბის" შიმ­ში­ლო­ბის წი­ნა­შე აღ­მოვ­ჩნდეთ. სი­მარ­თლე ის არის, რომ დრო არ გვაქვს. მჯე­რა, რომ ერ­თობ­ლი­ვი, პარტნი­ო­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბით მი­ვი­ღებთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს და პან­დე­მია არ გახ­დე­ბა საკ­ვე­ბის კრი­ზი­სის კა­ტას­ტრო­ფის მი­ზე­ზი“, - ამ­ბობს ის. განაგრძეთ კითხვა