მსოფლიოს 10 უდიდესი ქვეყანა, რომელიც მომდევნო 20 წლის განმავლობაში აღარ იარსებებს

როგორც იტყვიან, უსასრულო არაფერია, ეპოქა მოდის და მიდის. საუკუნეების წინ არსებობდა სახელმწიფოები და ცივილიზაციები, რომლებიც ახლა მხოლოდ ისტორიას ან ლეგენდას შემორჩა. როგორც მკვლევარები გვაფრთხილებენ, ერთი შეხედვით წარმატებულ სახელმწიფოებს, მაგალითად ჩინეთსა და დიდი ბრიტანეთს, დიდი ხანია ემუქრება გადაშენების საფრთხე. რა არის ამის მიზეზი და აქვთ თუ არა მათ გადარჩენის შანსი?

წაიკითხეთ ჩვენს მიმოხილვაში  იმ 10 განვითარებული ქვეყნის შესახებ, 10 ქვეყანა, რომელიც უახლოეს 20 წელიწადში აღარ იარსებებს.

 ჩინეთი
ყოველწლიურად ქვეყანაში იზრდება ეკონომიკური უფსკრული ქალაქსა და სოფლის მოსახლეობას შორის. ჩინეთში ინდუსტრიულისფეროს სწრაფი ზრდის გამო, სასმელი წყლისა და ნაყოფიერი მიწის სერიოზული დეფიციტია. გარდა ამისა, ბოლო ათწლეულების განმავლობაში ჩინეთში ტიბეტელები და მონღოლები სახლდებიან ამ მიწაზე.

ჩრდილოეთ კორეა
მრავალი ათეული წლის განმავლობაში ქვეყანა თითქმის სრულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ იზოლაციაში იმყოფებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩრდილოეთ კორეა ბირთვული იარაღით ცდილობს უსაფრთხოება განამტკიცოს და რეჟიმი გარანტირებული ჰქონდეს, აქ საკვები ძალიან უხარისხოა და მოსახლეობის დიდ ნაწილს სხვადასხვა ქრონიკული დაავადებები აქვს. ასე, რომ ახლო მომავალში არსებული დიქტატურის დამხობა და ტრიუმფალური გაერთიანება სამხრეთ კორეელ ძმებთან ამ ქვეყნის ის ფინალია, რომელსაც ბევრი დიდი ხანია უკვე ელოდება.

ესპანეთი
ესპანეთი ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ისტორიისა და კულტურის ქვეყანაა. წარსულში ის რომის იმპერიის, ბიზანტიის, არაბებისა და ფრანგების გავლენის ქვეშ იყო. რამდენიმე საუკუნის განმავლობაში, ბევრი სამოქალაქო ომიც გადაიტანა. ამიტომ, გასაკვირი არ არის, რომ ეს თანამედროვე სახელმწიფო ძალიან ჭრელი და არაერთგვაროვანია. ფუტურისტები და ეკონომისტები თვლიან, რომ კატალონიის ხელისუფლების მიერ გასულ წელს ჩატარებული რეფერენდუმი, ფაქტობრივად, ესპანეთისთვის დასასრული იყო.

დიდი ბრიტანეთი
იგივე სეპარატისტული სულისკვეთება სუფევს ნისლიან ალბიონზე. დიდი ბრიტანეთი უდიდეს იმპერიას წარმოადგენდა, რომელზეც მზე არასდროს ჩადიოდა. ახლა ის ერთი პატარა კუნძულის ჩრდილო-დასავლეთ ევროპაში. გარდა ამისა, შოტლანდიის, უელსის და ჩრდილოეთ ირლანდიის მაცხოვრებლები დიდი ხანია ოცნებობენ დამოუკიდებლობის მოპოვებაზე.

ჰაიტი
ჰაიტი სამართლიანად განიხილება უღარიბეს ქვეყანად ამერიკაში. მუდმივი ბუნებრივი კატასტროფები, გადატრიალებები და შიმშილი მხოლოდ ამძაფრებს პრობლემებს. შესაძლებელია, რომ მომდევნო ათწლეულში ქვეყანამ უბრალოდ შეწყვიტოს არსებობა ან მისი შედარებით მდიდარი მეზობლის - დომინიკის რესპუბლიკის ნაწილი გახდეს.

ნიდერლანდები
ტიტებისა და ლეგალიზებული მარიხუანას ქვეყანაშიც არ არის ყველაფერი წესრიგში. ნიდერლანდების მთავარი მტერი ჩრდილოეთის ზღვაა. უფრო ზუსტი იქნება, თუ ვიტყვით, რომ ამ სახელმწიფოს მთელი ისტორია ჰგავს კაცისა და ბუნების ორთაბრძოლას. სამწუხაროდ, მიუხედავად განვითარებისა და მეცნიერული წინსვლისა, ქვეყანა ნელ-ნელა დასასრულისკენ მიდის.

მალდივები
საფრთხე ემუქრება მალდივებსაც. როგორც კი ამ ადგილს არ დაუძახებენ: "ნამდვილი სამოთხე დედამიწაზე" - ასე უწოდებენ ამ საოცარ ადგილს, თუმცა, როგორც ჩანს, ამ საოცრებას ნელ-ნელა წყალი ფარავს... მთავრობა სერიოზულად განიხილავს მიწის ყიდვასა და სახელმწიფოს სხვა ადგილზე გადატანას.

კანადა
კანადაში "ინგლისელებსა" და "ფრანგებს" შორის ნახევარი საუკუნეა, ომი გრძელდება. მიუხედავად ამისა, კვებეკის პროვინციის ფრანგულენოვანი მოსახლეობა არ დანებდება და ჯერ კიდევ ახალისებს ოცნებას შექმნას საკუთარი "პატარა საფრანგეთი" დასავლეთ ნახევარსფეროში. შესაძლებელია, რომ ნეკერჩხლის ფოთოლი მალე იქცეს სრულიად განსხვავებული ქვეყნის სიმბოლოდ.

ბელგია
როგორც ჩანს, ევროკავშირის გულში ყოფნა საკმარისი არაა. ქვეყნის ჩრდილოეთისა და სამხრეთის მკვიდრი მოსახლეობა ორ სხვადასხვა ენაზე საუბრობს, განსხვავებულია მათი კულტურა და შემოსავლის დონე. ამრიგად, გასაკვირი არაა, რომ ჩრდილოეთი, რომელსაც ეკონომიკური განვითარების უფრო განვითარებული დონე აქვს, ცდილობს დამოუკიდებლობის მოპოვებას.

პალესტინა
მიუხედავად იმისა, რომ ისრაელის სახელმწიფო 1940-ან წლებში შეიქმნა, ის აქტიურად იპყრობს პალესტინელებისგან მიწას. როგორც ჩანს, მალე "წმინდა ქვეყანა" საბოლოოდ მოექცევა ისრაელის კონტროლის ქვეშ.