მართალია თუ არა ინფორმაცია, რომ თამბაქო და ნიკოტინის მომხმარებლების უმეტესობას კორონა ვირუსი არ ხვდება - მსოფლიოში თამბაქოს გაყიდვების უპრეცედენტო რაოდენობა დაფიქსირდა

საფ­რან­გე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ნი­კო­ტი­ნის შემ­ცვე­ლი პრო­დუქ­ტე­ბის ონ­ლა­ინ გა­ყიდ­ვა აკ­რძა­ლა. ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას BBC ავ­რცე­ლებს. გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, მას შემ­დეგ რაც მეც­ნი­ე­რე­ბის გარ­კვე­ულ­მა ჯგუფ­მა და­ად­გი­ნა, რომ თამ­ბა­ქოს მწე­ვე­ლე­ბი კო­რო­ნა­ვირუსს უკე­თე­სად უმკლავ­დე­ბი­ან, მო­სახ­ლე­ო­ბამ თამ­ბა­ქოს ჭარ­ბი რა­ო­დე­ნო­ბით შე­ძე­ნა და­ი­წყო, რის გა­მოც მის გა­ყიდ­ვა­ზე ზო­მე­ბის მი­ღე­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლი გახ­და.

საფ­რან­გე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა გან­მარ­ტავს, რომ ახლა მათი მი­ზა­ნია და­მა­ტე­ბი­თი კვლე­ვე­ბი ჩა­ა­ტა­რონ და სა­ბო­ლო­ოდ და­ად­გი­ნონ შე­საძ­ლე­ბე­ლია თუ არა თამ­ბა­ქოს მეშ­ვე­ო­ბით კო­რო­ნა­ვირუ­სის და­მარ­ცხე­ბა.

შე­გახ­სე­ნებთ, გა­სულ კვი­რას პა­რი­ზის სა­ა­ვად­მყო­ფოს მეც­ნი­ე­რე­ბის ჯგუფ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ პა­ცი­ენ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც თამ­ბა­ქოს მო­იხ­მა­რენ კო­რო­ნა­ვირუსს უკე­თე­სად უმკლავ­დე­ბი­ან

რო­გორც გა­ირ­კვა, სა­უ­ბა­რია ნი­კო­ტი­ნის პლას­ტერ­ზე, რო­მელ­საც ზო­გა­დად სი­გა­რე­ტის­თვის თა­ვის და­სა­ნე­ბებ­ლად იყე­ნე­ბენ. რო­გორც AMBEBI.GE-ს საფ­რან­გეთ­ში მოღ­ვა­წე ქარ­თველ­მა ექიმ­მა რე­ვაზ ბო­ჭო­რიშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და, ნი­კო­ტი­ნის პლას­ტი­რის გა­მო­ყე­ნე­ბით კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლებ­ზე პა­რიზ­ში კვლე­ვას მალე და­ი­წყე­ბენ.

- თამ­ბა­ქოს შე­სა­ხებ ეს კვლე­ვა მეც ვნა­ხე... დაკ­ვირ­ვე­ბაა, რომ და­ა­ვა­დე­ბულ­თა შო­რის მწე­ვე­ლი ცო­ტაა.. მაგ­რამ ისიც წე­რია იქვე, რომ მწე­ვე­ლებ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სი მძი­მე ფორ­მე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს. რა­ტომ "იცავს" მწე­ვე­ლებს? ამა­ზე პა­სუ­ხი გა­ურ­კვე­ვე­ლია. ახლა იწყე­ბენ კვლე­ვას პა­რიზ­ში, ნი­კო­ტი­ნის პლას­ტი­რის გა­მო­ყე­ნე­ბით. ისევ და ისევ მხო­ლოდ ჰი­პო­თე­ზაა. და ბო­ლოს, არ დაგ­ვა­ვი­წყდეს რომ მო­წე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი წე­ლი­წად­ში 75 000 ადა­მი­ანს კლავს (საფ­რან­გეთ­ში). განაგრძეთ კითხვა