ემოციური კადრები - დედამ კორონავირუსით დაავადებული 4 წლის შვილის ვიდეო ინტერნეტში გამოაქვეყნა
- 24/04/20
- 1972 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
ექიმი გვიზიარებს ვიდეოს, სადაც ჩანს 4 წლის ბავშვი და კორონავირუსით გამოწვეული ხველა. აღნიშნულით მან საზოგადოებას მოუწოდა, განსაკუთრებული სიფრთხილითა და სერიოზულობით მოეკიდონ რეალურ საშიშროებას, რომელიც დღეს მსოფლიოში არსებობს.
ანა ციმერმანმა თავისი 4 წლის ვაჟის ვიდეო უჩვენა მსოფლიოს. ბიჭუნას გართულებული სუნთქვა და აუტანელი ხველა კორონავირუსით გახლდათ გამოწვეული.
„დედა, ეს როდის დამთავრდება? დედა, მე თავს ცუდად ვგრძნობ“, – ამბობს ბავშვი.
მას შემდეგ ლინკოლნი გამოჯანმრთელდა, მაგრამ აღნიშნული ქმედებით ციმერმანი მშობლებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს.


