ნიუ იორკ პოსტის ინფორმაციით - კიმ ჩენ ინი გარდაიცვალა

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი გარდაიცვალა - ამის შესახებ "New York post" წერს, თუმცა სტატიაში აღნიშნავს, რომ ინფორმაცის ოფიციალურად ჯერჯერობით არავინ ადასტურებს

დღეს მთელი დღის მანძილზე ვრცელდებოდა  ინფორმაცია, რომ ჩინეთი ჩრდილო კორეის ლიდერს ექიმთა გუნდს უგზავნის, რომელიც მის გამოჯანმრთელების საქმეში ჩაერთვება. 

აღსანიშნავია, რომ "ტვიტერის" მომხმარებლები აქტიურად წერდნენ, თითქოს  კიმ ჩენ ინი უკვე რამდენიმე საათის გარდაცვლილია და ამას ჩრდილოეთ კორეა მალავს.

ჩრდილოეთ კორეის ლიდერს 12 აპრილს გულ-სისხლძარღვთა სისტემის პროცედურა ჩაუტარეს. მათივე ცნობით, აღნიშნული პროცედურის ჩატარება მას „თამბაქოს ჭარბი მოხმარებისა და გადაჭარბებული წონის“ გამო დასჭირდა.