"ვიმედოვნებ, რომ ვირუსის პიკი უახლოეს დღეებში გვექნება საქართველოში..." - ლევან რატიანი

„ვიმედოვნებ, რომ ჩვენ ქვეყანაში პიკი უახლოეს დღეებში მოიხნება“ – ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა „აჭარის ტელევიზიის“ ეთერში განაცხადა.

ლევან რატიანმა ვახო ხუზმიაშვილისგადაცემა „თავისუფალ სივრცეში“ განმარტა, რომ ვირუსი სწრაფად ფეთქებასთან ერთად, პროგრესირების სწრაფად შეწყვეტასაც იწყებს.

„ეპიდემიის შემთხვევაში, არსებობს ასეთი რაღაც – როდესაც ვირუსი იწყებს სწრაფად ​აფეთქებასდა პროგრესირებს, ის ასევე სწრაფად იწყებს თავის ფუნქციის შეწყვეტას და ვიმედოვნებ, რომ ეს ჩვენს ქვეყანაში ძალიან მალე დადგება. პიკი ალბათ უახლოეს დღეებში მოიხსნება და დაღმავალი გზისკენ წავა ვირუსის შედეგად გამოწვეულ ინფიცირებულ პაციენტთა რაოდენობა, რომლის იმედიც პირადად მე ძალიან დიდი მაქვს“, – ამბობს ლევან რატიანი.