გამყრელიძის განმარტებით - რა საჭიროა კომენდანტის საათი საქართველოში

ჩემი აზრით, მალე უნდა შეიცვალოს სლოგანი – „ვისწავლო თანაცხოვრება კორონავირუსის ინფექციასთან ერთად, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, მთავრობამ 6-ეტაპიანი შემსუბუქების პროგრამა წარადგინა ორ-ორკვირიანი ინტერვალებით და მოსახლეობამ ეს შემსუბუქება ისე არ უნდა გაიგოს, თითქოს კორონავირუსი დამარცხებულია.

გამყრელიძის განმარტებით, ზოგიერთი შემზღუდავი ღონისძიების შენარჩუნება, მაგალითად, პირბადის ტარება დახურულ შენობებში და სადაც შესაძლებელია დისტანცირება მთელი წელი იქნება საჭირო.

„კომენდანტის საათი რატომ არის? იმიტომ, რომ როცა დაიკეტა რესტორნები, ერთმანეთთან დაიწყეს სახლებში შეკრება.

მთავარი მიზანია, რომ საქართველო გამოვიდეს ნაკლები დაზიანებით ამ პანდემიიდან“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.