დასჭირდებათ თუ არა კოვიდ პასპორტები საქართველოს მოქალაქეებს უცხოეთში სამოგზაუროდ
- 01/05/20
- 392 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
კორონავირუსმა ერთ-ერთი სერიოზული დარტყმა, მთელს მსოფლიოში, ტურიზმის სფეროს მიაყენა.
ბევრი ქვეყნის ეკონომიკა ამ ინდუსტრიაზეა დამოკიდებული. მათ შორის საქართველოსიც.
ევროკავშირის ქვეყნებმა COVID-19 პასპორტის საკითხზე მუშაობა უკვე დაიწყეს. ეს იქნება უსაფრთხოების (ჯანმრთელობის დამადასტურებელი) სერტიფიკატი. საბუთს, ტურისტებს, საზღვრის გადაკვეთამდე მოსთხოვენ.
დასჭირდებათ თუ არა საქართველოს მოქალაქეებს CoVid პასპორტები.
ამ საკითხზე „პრაიმტაიმი“ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელს, თეა ბოლქვაძეს დაუკავშირდა.
„მიმდინარეობს სხვადასხვა მექანიზმზე მუშაობა. ჯერჯერობით ამაზე საუბარი არ არის“,- უთხრა „პრაიმტაიმს“ თეა ბოლქვაძემ.


