მიხეილ ცაგარელმა კონკრეტული თარიღი დაასახელა თუ როდის გაივლის კორონა ვირუსი საქართველოში

ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი „პრაიმტაიმთან“ საუბრისას ამბობს, თუ როდის დასრულდება საქართველოში კორონავირუსი.

„მე ყოველთვის ვიძახდი, რომ ეს ვირუსი აპრილის ბოლომდე გასტანდა, მარტის თვე კი მეორე ტალღა იყო, ხოლო ახლა არის მესამე ტალღა.

ეს გასტანს აპრილის 25-მდე მაინც, გადავა მაისში და მაისში დაიწყება ძვრები. პირველი ძვრა იქნება 5 მაისს და მეორე 16-ში. ეს მნიშვნელოვანი თარიღებია, სწორედ ამ დროს სახელმწიფოს მიეცემა სხვადასხვა რეგულაციების შესაძლებლობა და საბოლოოდ ვირუსი მოისპობა 5 ივლისს და აქ უკვე დამთავრდება“,- აცხადებს ცაგარელი.

მისი თქმით, სწორედ სასიკეთო ცვლილებები ჩვენ მაისში გვექნება, მაგრამ საბოლოოდ ვირუსი აქტიურობას 5 ივლისს დაასრულებს.

„სასიკეთო ცვლილებები ჩვენ გვექნება მაისში, მაგრამ საბოლოოდ თავის აქტიურობას 5 ივლისს დაასრულებს. ახლა გვაქვს მესამე ტალღა ძალიან დაძაბული მინიმუმ 25 რიცხვამდე.“, – ამბობს „პრაიმტაიმთან“ მიხეილ ცაგარელი.

კითხვაზე თუ რომელ ნიშნებს აქვთ ცუდი პერიოდი? ცაგარელი გვპასუხობს, რომ რისკზონა არის კურო, ქალწული, კირჩხიბი, თხის რქა და მორიელი.

„რისკზონაში შედიან კურო, მერე ქალწული, კირჩხიბი, თხის რქა და მორიელი. ამათი იმუნიტეტი შედარებით დაბალია“, – ამბობს ცაგარელი.

ცაგარელის რჩევები რომლებიც უნდა გაითვალისწინოთ:

„უპირველეს ყოვლისა აუცილებელია პრევენცია, ზედმეტი შიშისა და ზედმეტი პანიკის გარეშე. რატომ? იმიტომ, რომ ყველა ადამიანს ნებისმიერ სულს და სხეულს აქვს თავისი ვიბრაცია, რომელიც სიხშირეებში იზომება.

ეს ენერგეტიკული ვიბრაციაა, დაუშვათ ჩვენ რომ ავიღოთ 10 ბალიანი, ადამიანს აქვს 6 ღერძის დონეზე ვიბრაციული მუხტი, ხოლო კორონავირუსს აქვს თავისი ვიბრაცია, ეს დაახლოებით 5-ს უტოლდება.

აქედან გამომდინარე, როდესაც ვიწყებთ პანიკას, შიშს, ემოციურად დაძაბულები ვართ, მომენტალურად 6-დან ჩამოვდივართ 5-ზე და ამიტომ აქ კორონას ადვილად შეუძლია შემოღწევა.

როცა ადამიანი მშვიდია, მეტად კეთილშობილებას ეყრდნობა მისი ვიბრაციული ზონა რჩება 6-ზე ან ადის 7-ზეც კი, რის გამოც მიუწვდომელი ხდება ასეთი ადამიანი ვირუსისთვის“, – ამბობს მიხეილ ცაგარელი.