
გერმანელმა ბიჭუნამ ბებიის ძველ სკივრში მუმია აღმოაჩინა (4 ფოტო)
- 2014-02-21 20:08:39
- 7994 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

ათი წლის გერმანელმა ბიჭუნამ თავის საცხოვრებელი სახლის სხვენში აღმოაჩინა ძველი უცნაური სკივრი. ნათესავები არც კი დაინტერესებულან ამ სკივრით, მითუმეტეს იმით თუ რა იყო შიგნით. ხოლო, როდესაც გახსნეს სკივრი აღმოაჩინეს უძველესი ეგვიპტური მუმია! მეორე ყუთში კი აღმოაჩინეს ამ მუმიის ნიღაბი და შიგნეულობა.
კეტლერის ოჯახის აზრით, ეს რელიქვია შეიძლება მოიტანა საქსონიაში მამამ, რომელიც 12 წლის წინ გარდაიცვალა. ХХ საუკუნის 50-იან წლებში ის მოგზაურობდა ჩრდილოეთ აფრიკაში, სადაც ასეთი სუვენირების ხელში ჩაგდება შესაძლებელი იყო.
ჯერჯერობით მუმიის ზუსტი ასაკი დადგენილი არ არის, მაგრამ მეცნიერები ამაზე უკვე მუშაობენ.