"ერთი ძმა 7 წლის იყო, მეორე 10 წლის" - ძმები, რომლებიც ფანჯრიდან გადმოხტნენ ადგილზე გარდაიცვალნენ

მოსკოვში, საცხოვრებელ კორპუსში ფანჯრიდან ორი ბავშვი გადმოხტა და ადგილზე გარდაიცვალა. უბედური შემთხვევა 2 დღის წინ მოხდა.

ინციდენტის დროს სახლში მათი დედა და ბებია იმყოფებოდნენ .„რია ნოვოსტის“ ინფორმაციით გარდაცლილები შვიდი და ათი წლის ძმები არიან.

ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარებას ბავშვები უკვე გარდაცვლილი დახვდა.

რუსეთის მეხუთე არხის ცნობით, ბავშვები პარკურით იყვნენ გატაცებულნი და მათ შოუში მონაწილეობა უნდოდათ. სწორედ ამიტომ ხტომასა და ცეკვაში ვარჯიშობდნენ. სამწუხაროდ მათი ეს მცდელობა ტრაგედიით დასრულდა.