გოგონა, რომელიც კარანტინის დასრულებას ფოტოსესიით აღნიშნავდა კლდიდან გადავარდა და გარდაიცვალა
- 05/05/20
- 3363 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
ყაზახეთის მოქალაქე გოგონა, რომელიც კარანტინის დასრულებას ფოტოთი აღნიშნავდა 30 მეტრიანი კლდიდან გადავარდა. უბედური შემთხვევა თურქეთში, კერძოდ ანტალიაში მოხდა. 31 წლის ოლესია სუსპიტსინა დუდენის პარკში მეგობართან ერთად იყო. ის ფოტოს გადასაღებად კლდის ნაპირზე ჩამოჯდა, ფეხი აუსრიალდა და გადავარდა.
სუსპიტსინას სიკვდილი უბედურ შემთხვევად დაკვალიფიცირდა.
სურათზე თქვენ ოლესია სუსპიტსინას უკანასკნელ ფოტოს ხედავთ, რომელმაც მისი სიცოცხლე შეიწირა.


