რატომ მუშაობდნენ ქობულეთში სასოფლო სამეურნეო სავარგულებზე ბიოლოგიური იარაღით

"მოწინააღმდეგის სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე ქობულეთში გამოკვლეული საბრძოლო ჰერბიციდების გაფრქვევა საბჭოთა გენერლებს ისევე ჰქონდათ ჩაფიქრებული, როგორც ამას ამერიკელები ვიეტნამის ჯუნგლებში აკეთებდნენ"

ნატოს ქვეყნებში მცენარეთა დასაავადებლად და მოსავლის გასანადგურებლად განკუთვნილი ბიოლოგიური იარაღის ნიმუშებზე საიდუმლო ექსპერიმენტები ქობულეთში ათწლეულების განმავლობაში მიმდინარეობდა.

ხრუშჩოვის ბრძანებით 1958 წელს გახსნილი ინსტიტუტებიდან ერთ-ერთის ქობულეთის ფილიალში იმ ჰერბიციდებზეც მუშაობდნენ, რომლებსაც მთავარი მოწინააღმდეგის - აშშ-ის კარტოფილის მოსავალი მთლიანად უნდა გაენადგურებინა...

1956 წლის 9 მარტს საბჭოთა ხელის­უფლებამ ნიკიტა ხრუშჩო­ვის­ ბრძანებით დახვრიტა და სისხლ­ში
ჩაახშო თბილისში, რუს­თა­­ველის პროსპექტზე გამართული მიტინგი, რომლის მონაწილეები კრემლის ახალი ხელმძღვანელობის მიერ სტალინის კრიტიკას აპროტესტებდნენ. ამ ტრაგიკულ მოვლენამდე ცოტა ხნით ადრე, 1956 წლის 15 თებერვალს, საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭომ მიიღო გასაიდუმლოებული გადაწყვეტილება, დაეჩქარებინა კვლევითი მუშაობა იმ ბიოლოგიური ნივთიერებების შესაქმნელად, რომლებსაც გამოიყენებდნენ სავარაუდო მოწინააღმდეგის სასოფლო-სამეურნეო მოსავლისა და შინაური­ ცხოველების­ დასაინფიცირებლად და გასანადგურებლად, რაც მას დიდ ეკონომიკურ ზიანს მოუტანდა და მის საბრძოლო პოტენციალს შეასუსტებდა.

1958 წლის 7 აგვისტოს დადგენილებით საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობამ ექვსი ახალი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუ­ტი შექმნა, რომელთაგან სამი - ცხოველების, სამი კი მცენარეთა ბიოლოგიური ნივთიერებებით განადგურების მეთოდებს დაამუშავებდა.

ბუნებრივია, გამოქვეყნებულ დოკუმენტებში პირიქით იყო მითითებული - რომ ამ კვლევით ინსტიტუტებს მცენარეთა და ცხოველთა ბიოლოგიურ დაცვაზე­ უნდა ემუშავათ, თუმცა სადაც დაცვაა, იქვეა თავდასხმაც, ანუ თუკი მენაღმეს ნაღმის გაუვნებლება შეუძლია, მას, რა თქმა უნდა, ამ ნაღმის ჩადებასაც ასწავლიან. განაგრძეთ კითხვა