აზიიდან გავრცელებული 'მკვლელი ონავარი' - მორიგი წინასწარმეტყველება სიმფსონებისგან, რომელიც შესაძლოა ახდეს

ანიმაციური სატელევიზიო შოუს, „სიმპსონების“ ავტორმა, ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელ „Twitter“-ში დააზუსტა, რომ სერიალის ზოგიერთ ეპიზოდში 2020 წელს მიმდინარე მოვლენები იყო ასახული. ამის შესახებ უცხოური მედია წერს. 

პირველი წინასწარმეტყველება კორონავირუსს ეხებოდა, ახლა კი საუბარია „მკვლელ ონავარზე“, რომელიც აზიიდან ვრცელდება. ის უკვე დააფიქსირეს ამერიკის შეერთებულ შტატებში. როგორც ცნობილია, „მკვლელი ონავარი“ მეფუტკრეობას ავნებს.

„მკვლელი ონავარი“
რა არის „მკვლელი ონავარი“

მწერი, რომელსაც „მკვლელ ჰორნეტსაც“ ეძახიან, აზიიდან მოდის. უკვე ვრცელდება ვიდეოები და ფოტოები, რამდენად უტევს იგი ჩრდილოეთ ამერიკას. როგორც წესი, იგი სხვა ფუტკრებს ერჩის და შესაძლოა, მათი მასიური დახოცვაც გამოიწვიოს. ამიტომ, ვარაუდობენ, რომ იგი საშიში იქნება მეფუტკრეობისთვის. მისი ნაკბენი ადამიანისთვის ძალიან მწარეა, თუმცა უფრო მეტად მწერი სხვა ფუტკრებს ერჩის. 

სერიალის ეპიზოდი, სადაც ვირუსის შესახებ არის საუბარი, 1993 წელს არის გადაღებული.

ამ ეპიზოდში იაპონიაში ასამბლეის ერთ-ერთი თანამშრომელი გრიპით დაავადდება. მოგვიანებით იგი ვირუსს გაავრცელებს.

ვირუსი მთელ ქალაქში ვრცელდებოდა, მათ შორის სიმპსონების ოჯახშიც. ეპიზოდში ასახულია, რომ ქალაქის მოსახლეობა შეშინებულია და მკურნალობისთვის წამალს ითხოვს.