რუსთავში 20 წლის გოგონასა და 30 წლის მამაკაცის პაემანი პატიმრობით დასრულდა

ჩაშლილი პაემანი და დაკავებული მამაკაცი.

როგორც კონფიდენციალური პირი "ინფო რუსთავს" უყვება, ერთ-ერთ მიკრორაიონში 20 წლამდე გოგონასა და 30 წლის მამაკაცს პაემანი მამაკაცის საცხოვრებელ ბინაში ჰქონდათ.

შეხვედრის დროს მამაკაცს სურვილი ჰქონდა სექსუალური კავშირი დაემყარებინა პაემანზე მისულ გოგონასთან, თუმცა გოგონა წინააღმდეგი იყო. მცირე კამათის შემდეგ გოგონამ მამაკაცის ბინიდან თავი დააღწია და აღნიშნულის შესახებ პოლიციას აცნობა.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, პოლიციამ მამაკაცი ადგილზე, მისივე საცხოვრებელ ბინაში დააკავა.

დაკავებულს სასამართლო პროცესი უკვე ჰქონდა და მას ბრალი წარუდგინეს. მამაკაცს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.