თემურ ბაბლუანის ქალიშვილმა კორონა ვირუსი დაამარცხა

რეჟისორ თემურ ბაბლუანის ქალიშვილმა, სოფია ბაბლუანმა კორონავირუსი დაამარცხა.

„უკვე დავამარცხე კორონავირუსი, მე არ შევედი კრიტიკულ ფაზაში, სულ 7 ადამიანს დაგვიდგინდა და სამს გაურთულდა.

მათ ათ დღეში დაამარცხეს, ვისაც არ ურთულდება ეს ვირუსი, დიდხანს გრძელდება მისი მკურნალობა.

მაჟრიალებდა და მახველებდა, სამ დღეში ერთხელ მიბრუნდებოდა ეს სიმპტომები.

ექიმებისთვის პრიორიტეტი კრიტიკული პაციენტები არის, ჩვენ გვეუბნებოდნენ, პარაცეტამოლი დალიეო და ვსვამდი.

ბოლოს აზიტრომიცინი დამინიშნეს და დავამარცხე,” – აცხადებს სოფია მარი ნაკანის ლაივში.

ბაბლუანების ოჯახის ყველაზე პატარა წევრი საფრანგეთში ცხოვრობს, სადაც წარმატებული სარეჟისორო კარიერა აქვს.