ვინ იყო მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი, რომელმაც კორონავირუსის გამო 30 მილიარდი დოლარი დაკარგა

კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ის გამო ბევ­რი ბიზ­ნე­სი შე­ჩე­რე­ბუ­ლია და სხვა­დას­ხვა კომ­პა­ნი­ე­ბი უდი­დეს და­ნა­კარგს გა­ნიც­დი­ან. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი დარ­ტყმა მო­დის ბიზ­ნეს­მა მი­ი­ღო. ყვე­ლა­ზე დიდი და­ნა­კარ­გი კი, ფრან­გუ­ლი კომ­პა­ნია Louis Vuitton Moët Hennessy-ის ხელ­მძღვა­ნელ­მა ბერ­ნარ არ­ნომ ნახა. მან პან­დე­მი­ის გამო 30 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რი და­კარ­გა. ამის შე­სა­ხებ "ბლუმ­ბერ­გი“ წერს.

გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, ეს არის მაქ­სი­მა­ლუ­რი თან­ხა, რო­მე­ლიც ერ­თმა ადა­მი­ან­მა და­კარ­გა. კომ­პა­ნი­ის ფი­ნან­სუ­რი დი­რექ­ტო­რის ჟან-ჟაკ გი­ო­ნის გან­ცხა­დე­ბით, არ­ნოს ბიზ­ნე­სის მო­მა­ვა­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ჩი­ნე­თის ბა­ზარ­ზე, რო­მელ­ზეც მო­დის ფუ­ფუ­ნე­ბის საგ­ნე­ბის გა­ყიდ­ვე­ბის მე­სა­მე­დი.

არ­ნოს ფი­ნან­სურ და­ნა­კარ­გზე წერს "ფორბსიც“, რომ­ლიც მო­ნა­ცე­მე­ბი­თაც ყვე­ლა­ზე მეტი თან­ხა მან და­კარ­გა.

ყვე­ლაფ­რის მი­უ­ხე­და­ვად, ბერ­ნარ არნო, 90 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რით, Forbes-ის მსოფ­ლი­ოს უმ­დიდ­რე­სი ადა­მი­ა­ნე­ბის რე­ი­ტინ­გში მე­სა­მე ად­გილს იკა­ვებს. პირ­ველ ად­გილ­ზე ამა­ზო­ნის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ჯეფ ბე­ზო­სია 141.8 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რით და მე­ო­რე ად­გილ­ზე ბილ გე­ით­სი 105.7 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რით. განაგრძეთ კითხვა