"სამწუხარო ინფორმაცია მომივიდა..." - პაატა იმნაძე

„სამწუხაროდ ინფორმაცია მომივიდა, რომ ადამიანებმა ჩათვალეს კორონააღარ არის“ – ამის შესახებ პაატა იმნაძემ აჭარის ტელევიზიის ეთერში განაცხადა.

ვახო ხუზმიაშვილის გადაცემა „თავისუფალ სივრცეში“, იმნაძემ განმარტა, რომ მოსახლეობას კიდევ დიდი ხნის განმავლობაში მოუწევს იმ რეკომენდაციების დაცვა, რომლებსაც ჯანდაცვის სექტორი იძლევა.

„კორონავირუსი არსად არ წასულა, ვირუსი რჩება ჩვენს გვერდით და მისი შემობრუნება საკმაოდ რეალურია. ამიტომ, ჩვენ უნდა დავიცვათ სიფრთხილის ყველა ღონისძიება.

საბრძოლველად გვაქვს ორი ძირითადი რამ, პირველი, ეს არის სოციალური დისტანცირება და მეორე დახურულ სივრცეებში პირბადეების ტარება“, – აცხადებს პაატა იმნაძე.