4 რამ, რამაც ქართველები ძალიან შეაშინა რეალურად კი სრულიად უსაფრთხო აღმოჩნდა
- 11/05/20
- 1887 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
სიახლეებს, განსაკუთრებით, ტექნოლოგიურ სფეროში, ხშირად მოჰყვება დისკუსიები და შიში. ბოლო დროს, ასეთად 5G ტექნოლოგიის დანერგვა იქცა, თუმცა საქართველოში, სხვადასხვა მოვლენის ირგვლივ ხშირად ვრცელდებოდა შეთქმულების თეორიები, რაც საზოგადოებაში, გაუაზრებელ შიშს ნერგავდა.
AMBEBI.GE-მ გამოჰყო სხვადასხვა დროის 4 მოვლენა, რასაც ქართული საზოგადოება ეჭვითა და შიშით უყურებდა/უყურებს, თუმცა, რეალურად, მათზე მეტი ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში, ისინი არც ისე სახიფათოდ და პირიქით, საჭიროდაც მოგეჩვენებათ: 5G ტექნოლოგია, ვაქცინები, ID ბარათები და ლუგარის ლაბორატორია.
5G ტექნოლოგია
უსადენო ინტერნეტტექნოლოგიის ახალ, მეხუთე თაობასთან დაკავშირებით, დეზინფორმაციის ნაწილი მის COVID-19-თან კავშირს უსვამს ხაზს, რაც რეალურად, შეუძლებელია. კონსპირაციული თეორიების მოყვარულები ავრცელებენ ხმებს, რომ 5G-ს ასამუშავებლად საჭირო ანტენები ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით საშიშია, ცოტაც და ადამიანებს "დაჩიპავენ", რომ ამ ტექნოლოგიის გამოყენება პოპულაციის შესამცირებლად განზრახ იწყება და ა.შ.
5G ტექნოლოგიაზე, მის მიმართ საზოგადოებაში არსებულ შიშებზე AMBEBI.GE ჩიკაგოს ერთ-ერთი სამედიცინო აკადემიური ცენტრის სამედიცინო ფიზიკოსს, გოჩა ხელაშვილს ესაუბრა:
- 5G მე-5 თაობის მობილური ქსელის ტექნოლოგიას ნიშნავს. ყოველმა წინამორბედმა თაობამ, მობილური ტექნოლოგიის განვითარებაში სიახლეები შემოიტანა. მაგალითად, 2G მიმართული იყო ტექსტური შეტყობინებების ტექნოლოგიის განვითარებაზე, 3G ტექნოლოგიას სხვადასხვა აპლიკაციის განვითარება მოჰყვა, 4G LTE-მ (Long-Term-Evolution) საგრძნობლად გაზარდა მობილური ქსელის სიჩქარე, რამაც შესაძლებელი გახადა UBER-ის და მისი მსგავსი ტექნოლოგიების განვითარება.
ძირითადი განსხვავება 5G-ს და მის წინამორბედ 4G-4G LTE-ს შორის ქსელის გაცილებით მაღალი სიჩქარეა, არის სიხშირეების გაცილებით ფართო დიაპაზონი ანუ გამტარუნარიანობა და ქსელის ლატენტობის ფაქტიურად არარსებობა (რაც ნულოვან დაგვიანებას ნიშნავს). 5G-ს შეეძლება მნიშვნელოვნად მეტი „ტრაფიკის“ გატარება, ნულოვანი დაგვიანებით და გაცილებით მაღალი სიჩქარით.
არსებულ ტექნოლოგიებთან შედარებით, 5G ტექნოლოგია, გაცილებით ნაკლებ დროში გაცილებით დიდი რაოდენობის მონაცემების გადამუშავების საშუალებას იძლევა, რასაც უამრავი პოტენციური გამოყენება შეიძლება გააჩნდეს. მაგალითად, ხშირად მოიხსენიება დისტანციური რობოტული ქირურგია ან უმძღოლო მანქანები. განაგრძეთ კითხვა


