საქართველოში კორონა ვირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსის დიაგნოზით კიდევ ერთი, მე-12 პაციენტი გარდაიცვალა. ინფორმაცია ამის თაობაზე stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განთავსდა.

გარდაცვლილი 81 წლის ქალბატონია. 14 მაისის მონაცემებით, ინფიცირებულთა რიცხვი 5-ით გაიზარდა და ჯამში 652 ადამიანია. გამოჯანმრთელებულია 383 ადამიანი, გარდაიცვალა 11, კარანტინის რეჟიმში იმყოფება –4246 ადამიანი,სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ –394.უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების – 3.