16 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
- 15/05/20
- 949 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
ვერძი
დღეს შეგიძლიათ წარმატებით გამოიყენოთ თქვენი მრავალმხრივი ნიჭი, მხოლოდ გაითვალისწინეთ, რომ ყველა დაპირებას არ უნდა ენდოთ. იყავით ყურადღებით.
კურო
თქვენი შემართებითა და ენთუზიაზმით ყველაფერს დაძლევთ სამსახურში და საოჯახო მოთხოვნებასაც კარგად გაუმკლავდებით.
ტყუპები
უხერხულ სიტუაციაში რომ არ აღმოჩნდეთ სჯობს, მოიგოთ დრო და კარგად ჩაუფიქრდეთ ქვეტექსტს შემდეგ გაეცით პასუხი დასმულ კითხვებზე და ისე იმოქმედეთ.
კირჩხიბი
შეიტანეთ მრავალფეროვნება თქვენს ყოველდღიურ საქმიანობაში და ნებისმიერ სიტუაციაში ნუ აჰყვებით ბობოქარ ემოციებს, იყავით თავდაჭერილი და მოზომილი.
ლომი
შესაძლოა აღმოაჩინოთ რომ რაღაცას გიმალავენ, რაღაც ხდება თქვენს ზურგს უკან ისეთი რაც თქვენ არ იცით. თუ ცოტაოდენ ეშმაკობას მიმართავთ და გონივრულად მოიქცევით საიდუმლოს აუცილებლად გახსნით.
ქალწული
შესაძლოა დაპირისპირებულ მხარეებთან მოგიწიოთ მომრიგებლის ფუნქციის საკუთარ თავზე აღება, რაც საკმაოდ დიდ ძალისხმევასა და ენერგიას მოითხოვს. იყავით თავდაჭერილი და გამოიჩნეთ მოთმინება.
სასწორი
შესაძლოა თქვენი წარსულიდან გარკვეულ საიდუმლო ეპიზოდებს ფართა აეხადოს და თავის მართლებამ მოგიწიოთ. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგონიერება.
მორიელი
იმოქმედეთ დამოუკიდებლად, მაგრამ ყველაფერი კარგად გაიაზრეთ, წარმატებისთვის მნიშვნელოვანია ყველა დეტალის გათვალისწინება. იყავით თავდაჯერებული და გჯეროდეთ საკუთარი თავის.
მშვილდოსანი
თქვენ კარგად იცით საკუთარი სუსტი მხარეები, ამიტომ პოზიციების შესანარჩუნებლად აუცილებლად მიიღეთ ზომები მათ აღმოსაფხვრელად, მოიძიეთ თანამოაზრეები და გულშემატკივრები.
თხის რქა
დღეს შესაძლოა გარშემომყოფების მიერ თქვენი მისამართით გამოთქმულმა შეფასებებმა წონასწორობიდან გამოგიყვანოთ. დამშვიდდით, შეინარჩუნეთ საკუთარი ღირსება და ნუ წამოეგებით ანკესზე.
მერწყული
შესაძლოა თქვენთვის ჩვეულმა გამოცდილებამ სრულიად საწინააღმდეგო შედეგი მოგცეთ გარკვეული შეცდომის გამოსასწორებლად, მოულოდნელად შექმნილი სიტუაცია, დიდ დროსა და ენერგია წაიღებს.
თევზები
სასურველია შეინარჩუნოთ სიმშვიდე და არ აჰყვეთ მღელვარებას, ნუ გამოამზეურებთ თქვენს პირადს ცნობისმოყვარე ადამიანებთან, რომლებიც ლუპით გაკვირდებიან.