მიხეილ ცაგარელი ზოდიაქოს ნიშნებს აფრთხილებს - ვისთვის იქნება დღევანდელი დღე ცუდი

"ფორტუნა" ასტროლოგ მიხეილ ცაგარელის 16 მაისის ასტროლოგიურ პროგნოზს პორტალი ავრცელებს.

ცაგარელი მოსალოდნელ საფრთხეებზე საზოგადოებას მიანიშნებს და რჩევებს აძლევს.

დღე გეომაგნიტურია, რაც ადამიანთა გულ-სისხლძარღვთა სისტემას გარკვეულ პრობლემებს შეუქმნის, გამოიყენეთ წამლების პროფილაქტიკა.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – კარგი დღეა თვითშემეცნებისთვის, იურიდიული კონსულტაციისთვის, მცენარეების დარგვა-გადარგვისთვის, შემოქმედებითი მუშაობისთვის. საკვებ რაციონში ბანანი და ვაშლი შეიტანეთ, დაკავდით სპორტით. მოერიდეთ თმის შეჭრას, პარტნიორულ ურთიერთობებში აგრესიის გამომჟღავნებას, ალკოჰოლის მიღებას,

ჯანმრთელობა – დღეს სუსტდება ნერვული სისტემა, ლიმფური სისტემა და ტერფების ზონა.

დღის ფერები და მინერალები – მწვანე, ლურჯი, ფირუზისფერი და თეთრი. მინერალებიდან გამოიყენეთ მარგალიტი, გიშერი, ამეთვისტო, ალექსანდრიტი და მარჯანი.

ზოდიაქოს ნიშნები – პოზიტიური დღეა ქალწულისა და მორიელისთვის, ნეგატიურია დღე ვერძთათვის და ტყუპებისთვის.