რა სიურპრიზი დაახვედრეს ციხიდან დაბრუნებულ გიგი უგულავას სახლში
- 15/05/20
- 7961 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ნიკა მელია პატიმრობიდან ახალგათავისუფლებულ გიგი უგულავას მხარდამჭერებთან და თანამებრზოლებთან სახლში დახვდა.
ფაქტის ამსახველ ვიდეოს მელია სოციალურ ქსელში შემდეგი წარწერით აქვეყნებს:
„წინა გათავისუფლებაზე ვერ დავხვდი ციხესთან, მეტიც, ურთიერთობაც არ გვქონდა, რაზედაც მართალი გითხრათ, ყოველთვის თავისებური დისკომფორტი მქონდა, მაგრამ ბიძინა „კარგად“ გვყავდეს და ეს დისკომფორტიც გავანულე – ამჯერად შინ, ოჯახში დავხვდი და ჩადგმით მივულოცე გიგის თავისუფლება! მალე ყველა პოლიტიკური ნიშნით დაკავებულსაც მივულოცავ!“, – წერს შეგახსენებთ,15 მაისს სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ იღებს მისთვის უმძიმეს გადაწყვეტილებას და იწყალებს გიგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილს.


