ამირან გამყრელიძის მიმართვა საზოგადოებას
- 16/05/20
- 1983 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე „პოსტ ტვ“-ის ეთერში იმ მნიშვნელოვან ღირებულებებზე საუბრობს, რაც სამყაროში უალტერნატივოა.
„რადგან დღეს კორონავირუსის პანდემიაა, ჩვენ ყველამ უნდა გავითავისოთ, რომ კორონავირუსულმა ინფექციამ სერიოზულად შეარყია სამყარო, ადამიანის ცნობიერება და არა მარტო ადამიანი.
სერიოზულად გამოგვაფხიზლა ჩვენ, სულ ყველა.
ამიტომ, უნდა გავითავისოთ, რომ არ გვინდა ომები და ერთმანეთის სიძულვილი. არ გვინდა სროლა, უნდა იყოს უფრო მეტი სიყვარული ადამიანებს შორის, უფრო მეტი სოლიდარობა, უფრო მეტი ურთიერთპატივისცემა.
მეტი ფული მივცეთ არა იარაღის შემქმნელებს, არამედ მეცნიერების შემქმნელებს, ვინც კარგ ახალ წიგნებს დაწერენ, ვინც ახალ კარგ გადაცემებს გააკეთებენ, რომ ადამიანების და საზოგადოების კეთილდღეობა იყოს ნამდვილი.
ამის გაკეთება დღევანდელ საზოგადოებას შეუძლია, იმ ერთ-ნახევარ ტრილიონს, რასაც სამყარო ხარჯავს,
შეიარაღებაზე ნუ დავხარჯავთ, ჩვენ დავხარჯოთ მეცნიერებაზე, განათლებაზე, ადამიანთა შორის უკეთესი ურთიერთობების ჩამოყალიბებაზე. მაშინ ყველა ვიქნებით უფრო ბედნიერები, სამართლიანები.
დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოება ამით ბევრად მოიგებს“, – ამბობს გამყრელიძე.