რა ხდება ამ წუთებში მარნეულის შესასვლელში
- 17/05/20
- 645 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
ამ წუთებში, მარნეულის მუნიციპალიტეტის შესასვლელში სპეციალურად მოწყობილი გამშვები პუნქტის დემონტაჟი მიმდინარეობს.
ადგილზე მობილიზებული არიან თავდაცვის ძალები და შსს-ს თანამშრომლები.
მარნეულის მუნიციპალიტეტი 23 მარტიდან მკაცრ საკარანტინო ზონად იყო გამოცხადებული და მისი დატოვების უფლება მოქალაქეებს არ ჰქონდათ.
ამ დრომდე, მარნეულში სულ 105 ათას ადამიანს ჩაუტარდა თერმოსკრინინგი.
მუნიციპალიტეტში ამ დრომდე COVID 19-ი 25 ადამიანს დაუდასტურდა და მათი ნაწილი უკვე გამოჯანმრთელდა.
შეგახსენებთ, რომ 18 მაისის დილის 06:00 საათიდან მარნეულის მუნიციპალიტეტი გაიხსნება და ადგილობრივ მოსახლეობას ტერიტორიის დატოვება შეეძლება.