ჩოხატაურში მამამ შვილი მოკლა

ჩოხატაურში სავარაუდოდ, მამამ შვილი მოკლა. შემთხვევა სოფელ შუაამაღლებაში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, 29 წლის კაცს სასიკვდილო ჭრილობა სავარაუდოდ, მამამ დანით მიაყენა. დაჭრილი კლინიკაში შეყვანიდან რამდენიმე წუთში გარდაიცვალა. მკვლელობის მიზეზი უცნობია.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში გნაცხადეს ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის 108-ე მუხლით დაიწყო. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

გავრცელებული ინფორმაციით, მამა შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.