
რამზან კადიროვი სასწრაფოდ ჰოსპიტალიზირებულია - მას სავარაუდოდ კორონავირუსი დაუდასტურდა
- 21/05/20
- 838 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაური რაზმან კადიროვი კორონავირუსის სიმპტომებით მოსკოვის ერთ-ერთ საავადმყოფოში მოათავსეს - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია იტყობინება.
მედიკოსების განცხადებით, ამჟამად მისი მდგომარეობა სტაბილურია. თავად კადიროვის გარემოცვა კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს, თუმცა კულუარებში იმაზეც საუბრობენ, რომ ჩეჩნეთის ლიდერის ფილტვები საკმაოდ არის დაზიანებული.